{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3781?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3781?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3781?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3781",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3781,
    "ID" : 3781,
    "Name" : "ქარვასლა",
    "FullName" : "ქარვასლა",
    "Description" : "კოტე აფხაზის ქუჩის #40 შენობა მდებარეობს აფხაზის, სიონის ქუჩის და სიონის შესახვევს შორის. გეგმაზე ის ტრაპეციას მიახლოებული ფორმის, დაწახნაგებული ნაგებობაა, შედგება სამი სართულისგან. აფხაზის ქუჩაზე პირველი სართული ნახევარსარდაფის სახით გამოდის. ნაგებობა თავდაპირველად, ქარვასლა იყო. აგებულია ქართული აგურით, ფსევდო-ისლამურ სტილში. მთავარი შესასვლელი არის აფხაზის და სიონის ქუჩების შესართავთან. ეს მოკლე ფასადი მთელ სიმაღლეზე მოპირკეთებულია ქვით და შემკულია ისლამური სტილის ორნამენტებით. სწორკუთხედში ჩასმული, მაღალი, შეისრული ფორმის თაღოვანი შესასვლელი აერთიანებს ორ სართულს. კუთხეებში ფასადს აუყვება კვადრატული ფილები, მცენარეული ორნამენტებით. ამგარი ორნამენტია შეისრულ თაღსა და სწორკუთხედს შორის დარჩენილ, სამკუთხა მონაკვეთებში.\r\nმესამე, ზედა სართულზე გამოდის სამთაღედი, ნალისებული ფორმის თაღებით, რომელიც შედგენილია წითელი და თეთრი ქვის მონაცვლეობით. სართულებსშორის მიჯნაზე, კუთხეებში მოთავსებულია დიდი ზომის, ბორჯღალისებური დისკოები. ფასადს მაღალი, ორნამენტული კარნიზი ასრულებს, რომლის ქვემოთ მსხვილი კბილანების მწკრივია. ფასადს ზემოდან, კუთხეებში მცირე გუმბათები ამკობს. სიონის ქუჩასა და შესახვევისკენ ფასადები ერთმანეთის იდენტურია. პირველ სართულზე გამოდის განიერი და მაღალი, სწორკუთხამოხაზულობის ღიობები. მეორე სართულის ყველა ღიობს შეისრული თაღის ფორმა აქვს, ხოლო მესამე სართულზე წყვილედი, ნალისებურთაღოვანი ფანჯრის ღიობები გამოდის. კოტე აფხაზის ქუჩის მხარეს ნახევარსარდაფის ღიობებს მცირედგამრუდებული თაღის ფორმა აქვს. მეორე სართულზე აქაც შეისრულთაღოვნი ღიობებია, ხოლო, მესამე სართულზე განიერი და მაღალი, სწორკუთა ღიობები გამოდის, ზემოთ, კბილანებიანი ფიზით. ნაგებობა ამ ქუჩის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4574",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "კოტე აფხაზის  ქ./40",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "სავაჭრო\u003e\u003eქარვასლა, ფუნდუკი;",
    "CurrentFunction" : "\nდაუდგენელი ფუნქცია;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806767669999999,
    "Y" : 41.691686339999997
  }
}