ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3780
ObjectID: 3780
ID: 3780
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასშტაბიანი შენობა მდებარეობს აბო თბილელისა და ჯიბლაძის ქუჩების კუთხეში. გეგმაზე მართკუთხაა, ამავე ფორმის ვრცელი, შიდა ეზოთი. რუსული აგურით ნაგები შენობა ორსართულიანია, შელესილია და დაფერილია მოწითალოდ. ნაგებობას ორი, თავისუფალი ფასადი აქვს აბო თბილელის და ჯიბლაძის ქუჩაზე, ხოლო, დანარჩენი ორი მხარე განაშენიანებაშია ჩართული. ჯიბლაძის ქუჩისკენ შენობა საკმაოდ გრძელია, ხოლო ვინაიდან, ქუჩა დამრეცია, ქვემოთკენ შენობა ორსართულიანია, ხოლო ზემოთკენ სართულნახევრიანი. ფასადს ანაწევრებს მართკუთხა მოხაზულობის ფანჯრების მწკრივი, რომელებიც ერთმანეთთან გადაბმულია დეკორატიული სარტყელებით. ფანჯრებს ზემოდან საჭექი ქვის იმიტაცია აქვს. განიერ, პროფილირებულ კარნიზს, ძირში წვრილი კბილანები გაუყვება. შენობის ბოლოსკენ ამ ფასადზე ერთი სადარბაზოს ხის კარია, ლითონის ცხაურით. მთავარი ფასადი, აბო თბილელის ქუჩის მხარეს, შედარებით, მეტად არის გაფორმებული. აქაც ფასადს სწორკუთხა ფორმის ფანჯრის ღიობები ანაწევრებს. ცოკოლი მოპირკეთებულია ქვით. გვერდითი ფასადის მსგავსად, ორივე სართულზე ფანჯრებს შორის პატარა სარტყელებია. პირველი სართულის სარტყელები ბოლოებში ხაოიანი ზედაპირის კვადრატებით სრულდება. ასეთივე ზედაპირი აქვს ამ სართულის საჭექ ქვებს, ხოლო, შუაში მასკარონია, ბავშვის თავის გამოსახულებით. მეორე სართულის ღიობების ზემოთ და ქვემოთ მართკუთხა, ორნამენტული არეებია. ფასადს ასრულებს პროფილირებული კარნიზი, რომლის ქვეშაც ფანჯრების კუთხეებიდან ასული, მცენარეული სახის კონსოლებია. მეორე სართულზე ორივე მხარეს, სიმეტრიულად გამოდის მოდერნული სტილის, ლითონის აჟურული აივანი. პირველი სართულის მარჯვენა კუთხეში სადარბაზოს ხის კარია, ლითონის ცხაურით. მარცხენა მხარეს კი ტალანის განიერი და მაღალი სწორკუთხა ღიობია, რომელსაც ლითონის აჟურული ალაყაფის კარი აქვს. ამ ტალანით შევდივართ შიდა ეზოში. მართკუთხა მოხაზულობის შედა ეზოს, მთელ პერიმეტრზე, ორივე სართულზე შემოუყვებოდა აივანი, თუმცა, ახლა ტალანის კედელზე და მარცხენა მხარეს აივანი მთლიანად ამოშენებული და დამახინჯებულია. აივანი შედგება ხის მაღალი, მრავალწახნაგა ბოძებისგან, რომელსაც მოხარატებული მოაჯირი და “ფარდა” აქვს. მარჯვენა, გრძივ მხარეს პირველი სართულის აივნიდან მეორე სართულზე ადის ერთსვლიანი, ხის კიბე. აივნის უკანა ოთახები ანფილადურადაა განლაგებული, რომლებიდანაც გამოდის სწორკუხა ფორმის კარ-ფანჯრის ღიობები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3711
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თბილელი აბოს ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80470347
Y: 41.69063252