CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3779
ObjectID: 3779
ID: 3779
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა მდებარეობს ხანძთელისა და იერუსალიმის ქუჩებს შორი. მთავარი ფასადი ხანძთელის ქუჩაზე გამოდის. გეგმაზე ნაგებობა ძ-ს ფორმისაა, ანუ ნაგებობის მოცულობა რომელიც ხანძთელის ქუჩაზე გამოდის არ ემთხვევა ფასადს რომელიც იერუსალიმის ქუჩის მხარესაა. გეგმაზე რომ დავხედოთ, ნაგებობა თითქოს შუა ნაწილში გაწეულია. ნაგებობა სამსართულიანია, სარდაფით. შუაში დაერთვის შიდა ეზო, რომელშიც ტალანით ხანძთელის ქუჩიდან შევდივართ. ხანძთელის ქუჩის მხარეს ფასადი სადაა, შელესილი და ვარდისფრად დაფერილი. ფასადს ყველა სართულზე ანაწევრებს სწორკუთხა განიერი ფანჯრები. ერთადერთი გაფორმება არის ფანჯრებს ქვემოთ მოთავსებული მართკუთხა არეები, ჩაწეული ფასადის ზედაპირიდან. ფასადის შუა ნაწილს პირველ სართულზე გამოყოფს განიერი და მაღალი სწორკუთხა ღიობი, რომლიდანაც შევდივართ შიდა ეზოში. მეორე სართულზე მის თავზე არის მართკუთხა ფორმის მცირე ლითონის აჟურული აივანი, ხოლო მესამე სართულზე აივნის თავზე გადმოკიდებულია ხის შუშაბანდი. უკანა ფასადი, იერუსალიმის ქუჩის მხარეს ფასადი სრულიად სადაა. სამ სართულს ანაწევრებს ყოველგვარ გაფორმებას მოკლებულია სწორკუთხა ფანჯრები. ქართული აგურით ნაგები ფასადი შელესილია ცემენტით. ამ ფასადზე, მარჯვენა კუთხეში მოწყობილია სადარბაზო, საიდანაც ერთსვლიანი კიბე ადის მეორე სართულის აივანზე, რომელიც იარუსალიმის ქუჩა #2-ის შიდა ეზოში გადის. ნაგებობის შედა ეზოში შესასვლელი ხანძთელის ქუჩაზე არსებული ტალანიდანაა. ეზო ძალიან მცირეა და ოთხივე მხარეს შემოუყვება აივნები. ამჟამად მინაშენებისგან და ამოშენებისგან ეზოს დაკარგული აქვს თავდაპირველი მხატვრული სახე, თუმცა მაინც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. მეორე სართულს გაუყვებოდა ღია აივანი, ხის ჭვირული მოაჯიორებით და ჭვირული ფარდებით დასრულებული სვეტებით. მესამე სართულს კი შუშაბანდი შემოუყვებოდა. პირველ სართულზე არც შუშაბანდი და არც აივანი გამოდიოდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი ახლა ამოშენებულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5345
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ხანძთელის ქ./36
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80586791
Y: 41.69047746