ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3775
ObjectID: 3775
ID: 3775
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: რთული, მრავალკუთხედი გეგმის მქონე მასშტაბური საცხოვრებელი სახლის მთავარი ფასადი ტელეგრაფის ჩიხის ბოლოში, მის პერპენდიკულარულად დგას და ქუჩას აბოლოებს, კეტავს. მთავარი ფასადი, გეგმიდან გამომდინარე, მრავალკუთხიანია. მისი ერთი ნაწილი მეზობელ ეზოშია მოქცეული. ჩიხის ჩამკეტი ფასადი ნაწილობრივ სიმეტრიულია - ცენტრში ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია მოთავსებული. მის ორსავ მხარეს სარდაფის თითო სარკმელია მოქცეული. გვირაბის თავზე სამი თაღოვანი ფანჯარაა დატანილი, ბოლო სართულზე კი, ცენტრში, ხის ჭვირულმოაჯირიანი, ორქანობა გადახურვის მქონე, სამკუთხა ფრონტონით დაგვირგვინებული ხის აივანია შეკიდული. აივნის აქეთ-იქით თითო სარკმელია გაჭრილი. ფასადის ორივე განაპირა მხარე ნახევარსვეტებით გამოყოფილ რიზალიტებს წარმოადგენს, რომლებზეც, ორივე სართულზე, თითო ღიობია დატანილი. მარცხენა რიზალიტში კარია მოთავსებული, რომელიც მეზობელი სახლის ეზოს რკინის კიბით უკავშირდება. შენობას დაუნაწევრებელი ფრიზი ასრულებს. ნაგებობის მეორე წახნაგს მკვეთრად წინ გამოწეული რიზალიტი და ფლიგელებს შორის მოქცეული ღრმა კუთხე წარმოადგენს. რიზალიტსა და კუთხეში, შენობაში შესასვლელი კარია გაჭრილი, რომელიც ქუჩას ერთიანი, გვიანი კიბით უკავშირდება. რიზალიტში, მისი სიბრტყიდან წამოწეულ კედლის სეგმენტში მოთავსებულ მაღალ, ვიწრო, ღრმა წირთხლებიან კარს თაღი აბოლოვებს. აღწერილი სურათი მოკრძალებულ ტრიუმფალურ თაღს მოგვაგონებს. ორფრთიან კარს ფანჯრები და რკინის ცხაურები ამკობს. მეორე კარი შედარებით მოკრძალებულია. მათ ზემოთ თითო-თითო სარკმელია დატანილი. ყველა ღიობი მხოლოდ სადა საპირეებით არის შემოსაზრვრული. მეზობელი სახლისაკენ მიმართული კედელი ნაწილობრივ ჩამონგრეულია. შენობის ერთი ნაწილი მის გვერდით აღმართული ნაგებობის პატარა ეზოსკენ ხის ჭვირული, რამდენიმე სართულს მიმყოლი აივნებითა და მის ფარგლებში მოქცეული კიბით იხსნება. შენობის უშუალოდ საკუთარი ეზოსკენ მიმართული ფასადი ხის აივნებითა და შუშაბანდებით არის წარმოდგენილი. მას ნაგებობა ორი მხრიდან სრულად და სანაპიროსკენ ნაწილობრივ შემოწერს. რელიეფის დაფერდების გამო აღნიშნულ მხარეს შენობას ერთი სართული ემატება. სანაპიროს მხრიდან, ეზოს, რკინის ცხაურებით დანაწევრებული გალავანი შემოსაზღვრავს, რომელშიც ჭიშკარია მოთავსებული. ჩიხის პერპენდიკულარული ფლიგელის ეზოსკენ მიმართულ ფასადს, პირველ სართულზე, ხის დაბალი მოაჯირით შემოწერილი შუშაბანდები მიუყვება. შუშაბანდებია განთავსებული ზედა სართულებზეც, რომლებიც ჭვირული ხის დეტალებით არის გაფორმებული. სახლის მარცხენა ნაწილი ჩამონგრეულია და ერთიანი სურათი დარღვეულია. ჩიხის პერპენდიკულარულად განლაგებულ ფლიგელს აივნები ერთვის. პირველი სართული გარემონტებულია და თავდაპირველ იერსახეს ცვლის. შენობის კუთხეში, სიღრმეში, კიბეა მოქცეული. სანაპიროს პარალელურად აღმართულ შენობის ნაწილს, კუთხეზე, ვიწრო, ხის კონსოლებზე დაყრდნობილი აივან-შიშაბანდები შემოწერს, მის ორსავ მხარეს სარკმლებია მოქცეული. პირველი სართული გვიან გაჭრილი კარის ღიობით არის შეცვლილი. აღწერილი მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებელი სახლი სადადაა მორთული. მის ფასადებზე ტრადიციული თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ელემენტებია გამოყენებული და სადა მორთულობითაც, ადრეული პერიოდის ნაგებობებს ეხმიანება. ის, როგორც ვიზუალური, ასევე გეგმარებითი თვალსაზრისით მიმდებარე განაშენიანების სახეს განსაზღვრავს, მოიცავს სამ ეზოს, კარგად ერგება რელიეფს და თბილისის ხუროთმოძღვრებისთვის ერთ-ერთი თვალსაჩინო, ღირებული ნიმუშია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4919
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტელეგრაფის ჩიხი/3.მარჯვენა სანაპირო/
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80473277
Y: 41.69878913