ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3774
ObjectID: 3774
ID: 3774
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე. წ. ქართული აგურით ნაგებო ორსართულიანი შენობა ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევის იმ მონაკვეთზეა განთავსებული, რომელიც შესახვევიდან ჩახრუხაძის ქუჩისკენ იტოტვება. სახლი პირობითად ორი მონაკვეთისგან შედგება, აქედან ერთი ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევისკენ არის მიმართული, მეორე კი ჩახრუხაძის ქუჩისკენ. ორივე მათგანი მცირე ზომის ღია ეზოს დაირთავს. სახლის ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევის მხარეს მიმართული მონაკვეთი ორი მკლავით შემოწერს მცირე ზომის ეზოს. სახლის მკლავები ფასადებით შესახვევის პირზე გადის, ხოლო ეზო მისგან აგურის ზღუდით იფარგლება. მარჯვენა მკლავის საფასადე სიბრტყე ვიწროა, მისი პირველი სართული აგურით არის მოპირკეთებული და ერთი სწორკუთხა ფანჯრის ღიობით ნაწევრდება, ხოლო მეორე სართული, რომელიც ასევე ერთ ღიობს მოიცავს ბლოკით არის ნაშენი და მასზე აგურის წყობით დეკორია გამოყვანილი. სახლის მარცხენა ფრთის საფასადე კედელი შესახვევის დიდ მონაკვეთს მიუყვება. ფასადის სწორკუთხა ფანჯრის ღიობებით დანაწევრებული პირველი სართულის მონაკვეთი შელესილია და ყვითლად არის დაფერილი. მეორე სართულს მთელს პერიმეტრზე ხის ღია აივანი შემოუყვება, რომელიც სახლის ეზოს მხარეს მიმართულ მონაკვეთზეც გრძელდება. აივანი არქიტექტურულად ღირებული ელემნტებით_ჭვირული მოაჯირებითა და მრგვალი, დორიულის მსგავსი სვეტებით არის შემკული. აივნის მოხარატებული მოაჯირი გარედან მიდგმული კიბის მოაჯირზეც გადადის. ეზოში აგურის გალავნაში მოწყობილი ხის ორი კარიდან ვხვდებით. ორივე კარი გვიანდელია, თავდაპირველად მათ ნაცვლად აჟურული ცხაურებით შემკული ხის კარებები იყო განთავსებული. სახლის მეორე მონაკვეთი, რომელიც ჩახრუხაძის ქუჩისა და ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევის გადაკვეთაზეა განთავსებული ასევე დაირთავს მცირე ღია ეზოს და მას ორი მკლავით შემოწერს. ეზო ქუჩისგან აგურის ზღუდით იფარგლება. სახლის ერთი მკლავი ჩახრუხაძის ქუჩაზე გადის, ხოლო მეორე ნაკაშიძეების შესახვევში. ორივე ფასადი გვიანდელია და ბლოკით არის მოშენებული. ორივე სართულზე სწორკუთხა ფანჯრის ღიობებით დანაწევრებული საფასადე სიბრტყეები შელესილია და ქვიშისფრად არის დაფერილი. სახლის ეზოს მხარეს მიმართული მონაკვეთის ორივე სართული შუშაბანდს წარმოადგენს. პერპენდიკულარული მკლავების გადაკვეთაზე ხის კიბეა მიდგმული, რომელიც მეორე სართულის შუშაბანდისკენ მიემართება. სახლი #5 მხატვრული და ურბანული ღირებულების მატარებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4738
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნაკაშიძე ილიას ქ./25
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანა
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80587028
Y: 41.69506632