{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3767?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3767?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3767?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3767",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3767,
    "ID" : 3767,
    "Name" : "კოშკი",
    "FullName" : "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პირველი კოშკი",
    "ComplexName" : "ბოტანიკური ბაღი",
    "Description" : "ბოტანიკური ბაღის ისტორიულ ნაწილში მდებარე I კოშკი, ცენტრალური შესასვლელიდან დაახლოებით 50 მეტრში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე დგას. ის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. ადრე ეს სათავდაცვო ნაგებობა თბილისის დედა-ციხის ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნაწილი იყო. არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე ის გვიანი შუა საუკუნეებით უნდა დავათარიღოთ. კოშკი ძირითადად ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით, ხოლო შემაერთებელი ხსნარი კირია. აქა-იქ წყობაში ე. წ. ქართული აგურიც არის ნახმარი. აგურითვეა გამოყვანილი კარისა და ფანჯრის ღიობების თაღები და ბოლოდროინდელი სათოფურები. როგორც ძველი ფოტოსურათები მოწმობს, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში კოშკის ზედა სართული ან სართულები დანგრეული იყო. უცნობია როგორ გამოიყურებოდა ის თავდაპირველად. როგორც ჩანს, შენობის განადგურების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა დონეზე ჩამონგრეული კედლები საბჭოთა პერიოდში, ალბათ 1950-იან წლებში, ერთ სიმაღლეზე ამოიყვანეს და\r\n ოთხფერდა პირამიდული სახურავით გადახურეს.  დღევანდელი არქიტექტურული სახე კოშკმა 2011-2012 წლების რეაბილიტაციის დროს შეიძინა. სამშენებლო მასალისა და წყობის შესრულების ხარისხით შენობის ავთენტურ ბირთვს თვალი იოლად გამოარჩევს ახალი ზედა ნაწილებისგან, რომლის არქიტექტურული გადაწყვეტა აშკარად მეზობელი კოშკიდან მომდინარეობს.\r\nამჟამად შენობა მაღალ სუბსტრუქციაზე აღმართული ორი სართულისა და ბანისაგან შედგება. დაახლოებით კვადრატული გეგმის კოშკის ძირი შედარებით განიერია, ხოლო ზემოთკენ თანდათანობით ოდნავ ვიწროვდება. გარედან კოშკის კუთხეები მომრგვალებულია. ფასადები სადაა, სკულპტურული ან სხვა რაიმე სახის დეკორის გარეშე. კედლების დიდ სიბრტყეებს მხოლოდ რამდენიმე ფანჯრის ღიობი და სულ მაღლა განთავსებული აგურით გამოყვანილი საფეხუროვანი სათოფურები აცოცხლებს. ყოველ ფასადზე ცენტრში გაკეთებული თითო სათოფური და მათ ქვეშ გაჭრილი მეორე სართულის თითო ვიწრო ღიობი ბოლოდროინდელია. ავთენტურ პირველ სართულს მხოლოდ ერთი სწორკუთხა ფანჯარა აქვს სამხრეთ კედელზე. კოშკში შესასვლელი თაღოვანი კარი ჩრდილოეთი ფასადის პირველი სართულის დონეზეა განთავსებული. მას 2011-2012 წლებში გაკეთებული კიბის მეშვეობით ვადგებით. კოშკის ინტერიერი, ისევე როგორც ფასადები, სადაა, ყოველგვარი გაფორმების გარეშე. კოშკს შიგნით მუდმივი კიბე არ აქვს. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით და ხის კიბეებით უკავშირდება. ხის მორებისგან შედგენილი სართულშუა გადახურვა 2011-2012 წლებისაა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3994",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბოტანიკურის ქ./1",
    "Period" : "შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.\u003e\u003eგანვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.",
    "ExactDate" : "მე-15 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "სათავდაცვო \u003e\u003eცალკე მდგომი კოშკი;",
    "CurrentFunction" : "სათავდაცვო \u003e\u003eცალკე მდგომი კოშკი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.808719379999999,
    "Y" : 41.687468000000003
  }
}