ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3764
ObjectID: 3764
ID: 3764
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა გეგმაზე რუსული "გ"-ს ფორმისაა, უკანა მხარეს, ახოსპირელის ჩიხისკენაა განვითარებული. მთავარი ფასადი დადიანის ქუჩაზე გამოდის. ორსართულიანი შენობის ფასადს ანაწევრებს სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობები. სართულებს ერთმანეთისგან გამოჰყოფს პროფილირებული კარნიზი. პირველი სართულის ღიობებს შემოუყვება მარტივი, პროფილირებული მოჩარჩოება, ხოლო, შუაკედლისებს აუყვება რუსტირებული პილასტრები. მეორე სართულის ფასადი შედარებით, სადაა, მის მორთულობას წარმოადგენს მხოლოდ, ღიობთა შეტეხილი მოჩარჩოება და ფანჯრებს ქვემოთ არსებული, სადა, მართკუთხა არეები. ამ სართულზე სიმეტრიულად განაწილებულია სამი, ლითონის აჟურული აივანი. ფასადს აგვირგვინებს პროფილირებული კარნიზი, რომელსაც ქვემოთ წვრილი კბილანების მწკრივი გაუყვება, ხოლო, მის ზემოთ პარაპეტია, დაყოფილი, მართკუთხა არეებით. ფასადის შუაში, პირველ სართულზე სადარბაზოს ხის კარია ლითონის ცხაურით. სადარბაზოდან არის გასასვლელი შიდა ეზოში და ასევე, აქ მოწყობილია ქვის, ორსვლიანი კიბე, ლითონის მოაჯირით. ეზოს მხარეს ნაგებობა სამსართულიანია. მოკლე მხარეს გამოდის განიერი ფანჯრის ღიობები, ხოლო, გრძელ მხარეს პირველი, მოკლე სართული ამოშენებულია, ხოლო, ზედა ორ სართულს მთელ სიგრძეზე გაუყვება აივანი. ხის აივანს მრავალწახნაგა ბოძები, მოხარატებული მოაჯირი და “ფარდა” აქვს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4115
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./24a
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80238799
Y: 41.69065154