{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3761?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3761?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3761?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3761",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3761,
    "ID" : 3761,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ა. ზალცმანის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის პირველი ორი სართული, მესამესთან შედარებით, მაღალია. შესაბამისად ღიობთა და საფასადო მორთულობის პროპორციებიც განსხვავებულია. ყოველივე კი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ნაგებობა დაშენებულია, თავდაპირველი შენობა ორსართულიანი იყო.\n ფასადის ორსავ კიდურა მხარეს, ცალად მდგომ ნახევარსვეტებს შორის მოქცეული, ფასადის მთლიანი ზედაპირიდან ოდნავ წინ წამოწეული რიზალიტებია. \n მარჯვენა რიზალიტში სადარბაზოს ორი, შეწყვილლებული კარია დატანებული, რომელთაც საერთო სამკუთხაფრონტონიანი ძლიერ შეცვლილი რკინის გადახურვა აგვირგვინებს. მათ საპირისპირო მხარეს კი ეზოში შესასვლელი ჭიშკარია მოქცეული. \nმეორე სართულზე, რიზალიტის მომნიშვნელი თითო კორინთულ კაპიტელიანი   ნახევარსვეტია (მესამეზე, პილასტრების ერთგვარ  გაგრძელებას, სართულის სიმაღლის შესაბამისი, შედარებით დაბალი ნახევარსვეტები წარმოდგენს. მათ სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, კორინთული სვეტის თავების ნაცვლად დორიულისათვის დამახასიათებელი კაპიტელები აბოლოებს). რიზალიტის სახით, ანალოგიური კომპოზიცია მეორდება შენობის მარცხენა მხარეს (პირით ფასადისკენ). მარჯვენა რიზალიტის პირველ სართულზე სადარბაზოს შეწყვილებული ღიობების ნაცვლად მარცხენაში ერთი ფანჯარაა დატანებული. \n ფასადზე გამოიყოფა, სხვებთან შედარებით დიდი, ერთი აივანი. ის მეორე სართულზე, შენობის ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივაა მოწყობილი. მეორე სართულის კიდევ ერთი აივანი შენობის მარცხენა რიზალიტს ემიჯნება (მესამე სართულზე, რიზალიტებს შორის, თითო ფანჯრის გამოტოვებით, სამი აივანია განთავსებული. ამ მწკრივის პირველი აივანი მარცხენა რიზალიტს ემიჯნება, ბოლო აივანსა და მარჯვენა რიზალიტს შორის კი ერთი ფანჯარაა მოქცეული), აივნები გეგმით მართკუთხაა. \n ნაგებობის საფასადო მორთულობის არც თუ ისე გადატვირთულ რეპერტუარს წარმოადგენს ზემოთნახსენები ნახევარსვეტები, სარკმლების დაღარული მოჩარჩოება, მეორე სართულის ფანჯრების თავზე რკალური ფრონტონები, მათ ქვეშ ნააძერწი კრონშტაინები, რომლებსაც თარო ეყრდნობა. კრონშტაინების შუა ტანზე თითქოს მცენარეული გირლანდებია შემოტარებული, ცენტრში მოქცეული მოზრდილი ზომის ყვავილით. სარკმლებსა და თაროებს შორის მოქცეულია სადა მართკუთხა სიბრტყეები. მთლიან ნაგებობას გაყოლებული, სარკმლებსა და პირველი სართულს შორის დარჩენილი ჰორიზონტალური სიბრტყე, ქვემოდან ქვედა სართულის დამასრულებელი, ზემოდან კი ფანჯრებს ქვეშ გავლებული კარნიზით გამოიყოფა. სარკმლის ჩარჩოები სწორედ ამ უკანასკნელს ეყრდნობა.  ეს ჰორიზონტალური სიბრტყე დანაწევრებულია, აივნებით და აქცენტირებულია სვეტების მაღალი ბაზისებით, სარკმლებს ქვეშ _ ჰორიზონტალური გამეორებადი კომპოზიციით _ ცენტრში წრე და მის ორსავ მხარეს გაშლილი სარკისებური გამოსახულებით, განაპირა მხარეს მართკუთხა, ცენტრისკენ კი წრეწირის პარალელურად გამოჭრილი რკალური ფორმით.\n პირველი სართულის უმეტესი ნაწილი _ ფანჯრებს გარშემო სიბრტყეები _ დაღარულია, _ ფასადზე მართკუთხა არათანაბარი ზომის რუსტებია წარმოიქმნება, რაც პირველ სართულს ანაწევრებს. ფანჯრების თავზე ეს რუსტები ოდნავ უფრო გრძელია, მთელი ფანჯრისა და ჩარჩოს სიგანე _ თითქოს თაროსავით აგვირგვინებს ღიობებს. სარკმლებს ქვეშ აქაც კარნიზია გავლებული.\n პირველ სართულზე, მეორე სართულის ნახევარსვეტების ქვეშ, რუსტირებული პილასტრებია. \n მეორე სართულის პილასტრები ბაზისებისკენ ოდნავ განივრდება. მათ ქვეშ მაღალი მართკუთხა სიბრტყეებია, _ თითქოს ბაზისის გაგრძელებას წარმოადგენს. \n რაც შეეხება ჭიშკარს, მის ორივე მხარეს, ორ-ორი ნახევარსვეტია, რომლებსაც არქიტრავი ეყრდნობა. პილასტრების ღეროები, ისევე როგორც მარჯვენა რიზალიტისა და მესამე სართულის (მარცხენა სახეცვლილია და ერთიან სიბრტყეებს წარმოადგენს), დაღარულია. აქედან ეზოში გავდივართ, რომელიც თბილისურია, და ხისაივნებშემოვლებული. ეზოს შენობა მხოლოდ ორ მხარეს შემოსაზღვრავს. ეზოს სწორკუთხა მოხაზულობას მეზობელი სახლის ყრუ კედლები ფარავს.\n აღწერილი ნაგებობა სივრცითი გააზრებით თბილისურია, ფასადთა მორთულობით კი ევროპულ არქიტექტურულ სამკაულთა რეპერტუარით ხასიათდება. \n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4771",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "იაშვილი პაოლოს ქ./15",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1889 წ.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796989009999997,
    "Y" : 41.691586000000001
  }
}