{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3760?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3760?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3760?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3760",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3760,
    "ID" : 3760,
    "Name" : "უზენაესი სასამართლო",
    "FullName" : "უზენაესი სასამართლო",
    "Description" : "ნაგებობა აშენებულია წარმოშობით პოლონელი, თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის 1892 წლის პროექტის მიხედვით. მოზრდილი, რთული მოხაზულობის მქონე ნაგებობა მოსწორებულ ფერდობზეა აგებული და მისი ერთი სიმაღლის, თუმცა,  არითმიული, სხვადასხვა სასიმაღლო დონის სართულებიანი მოცულობები მოქცეულია, ქვედა და ზედა, 8მ-ით მაღალ პარალელურ ქუჩებს შორის. ქვედა, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის პერიმეტრზე გამოდის ცოკოლზე მდგომი სამსართულიანი რიზალიტებიანი მთავარი კორპუსი, ხოლო მის უკან ოთხ სართულში მოქცეული თავისუფალი ჯვრის ფორმის სტრუქტურაა, როტონდებიანი ცენტრებით, რომელიც ზედა ქუჩაზე მხოლოდ ერთი სართულით ადის. \r\n\r\nშენობა აგებულია „რუსული“ აგურით. ცოკოლის სართული შემოსილია ქვით. კედლების ძირითადი სიბრტყე აგურის წყობისაა, არქიტექტურული ელემენტები კი, გალესილია და დაფერილია ღიაყვითლად. თითქმის მთლიანად რუსტირებულია პირველი სართული და აგურის წყობა მხოლოდ მის ზედა ნაწილიშია ზოლური არშიის სახით. მთავარი ფასადი ოდნავ უკან არის დაწეული ქუჩის პერიმეტრიდან და რთული პროფილისაა რიზალიტურად ნაშვერი ცენტრალური ნაწილით და ფლანგებით. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული ლავგარდანებით, ზევით კი სრულდება მსგავსი ლავგარდანით და რთულპროფილიანი პარაპეტით, რომელიც მორთულია ფრონტონებით. მდიდრულად არის მორთული ასევე საფასდაო ღიობებიც - საჭექვებიანი მოჩარჩოებით პირველ და მესამე სართულებზე და ოვალური და სამკუთხა ფრონტონებიანი თავსართებით მეორეზე და მთავარი სადარბაზო შესასვლელი - ცენტრალურ რიზალიტში დატანილი სვეტებიანი პორტალი ოვალური ფრონტონით. რიზალიტების და კედლების კუთხეები შერბილებულია ქვის ფაქტურით მორთულ მოაჯირებიანი ნახევარწრიული ღია აივნებით. ცოკოლისა და პირველი სართულის მთელ სიმაღლეზე სიმეტრიულად არის დატანილი თითო თაღოვანი შესასვლელი შიდა ეზოში.  \r\n\r\nშიდა ეზოების ფასადების სტრუქტურა და მხატვრული სახე ერთმანეთის მსგავსია. ეს არის აგურის წყობის კედლის სიბრტყეები, დაყოფილი სართულშუა პროფილირებული ლავგარდანებით და საჭექი ქვებით დასრულებული მრუდწრეთარგოვანი სარკმლებით.\r\n\r\n ნაგებობის დარბაზების, როტონდების  და კიბის უჯრედების კედლები და ჭერი დაფარული იყო თანადროული სტილის საალფრეო მხატვრობით, პეტერბურგიდან მოწვეული ოსტატების მიერ, რომელთა დიდი ნაწილი განახლებულია. ეს ოსტატები იყვნენ ჩართული საფასადო და ინტერიერის ნალესი კვეთილობების და კიბის მარმარილოს საფეხურების მოდელირებაში, ხოლო ეს მასალა მზადდებოდა იტალიური წარმოშობის თბილისელი ოსტატის ანჯელო ანდრეოლეტისა და მისი ძმების სახელოსნოში.  \r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5215",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ძმები ზუბალაშვილების ქ./32",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული, 1894წ.",
    "InitialFunction" : "ადმინისტრაციული\u003e\u003eსხვა;",
    "CurrentFunction" : "\nადმინისტრაციული\u003e\u003eსასამართლო;ადმინისტრაციული\u003e\u003eსამინისტრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794507269999997,
    "Y" : 41.69869233
  }
}