CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3759
ObjectID: 3759
ID: 3759
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა, ცენტრალური ფასადით, კლდეზეა გადმოკიდებული და ამ მხრიდან ის სამსართულიანია, თუმცა, პირველი სართული რეალურად, ნახევარსარდაფის სიმაღლისაა. ქუჩის მხრიდან, რაც ნაგებობის უკანა ფასადადაც შეიძლება იქნას აღქმული ის ორსართულიანია. ამ მხარეს მისი ზედა სართული მხოლოდ, ფანჯრებითაა დანაწევრებული, პირველ სართულზე კი ცენტრალური შესასვლელი კარის ღიობიცაა განთავსებული. ამ კარს მცირე ზომის, ორფერდა სახურავი ჰხურავს. სართულთშორისი არე, კარნიზის ტიპის, პროფილირებული არშიითაა შემოსაზღვრული. ამ მხრიდან ნაგებობას მცირე ზომის ეზო აქვს და ის ლითონის, ცხაურებიანი ღობითაა მოსაზღვრული. მარცხენა, გვერდითი ფასადით შენობა სხვა ნაგებობას ებჯინება. რაც შეეხება მის გვერდით, სრულ ფასადს _ ის ამ მხარეს ორ სართულს შემოყოლებული აივნებითაა შემკული. ეს აივნების კონსტრუქცია გრძელდება შენობის მთავარ ფასადზეც, სადაც მეორე სართულის ნაწილი ბოლომდე არ გრძელდება და კედლის ოდნავ, შვერილ არეს ებჯინება, მესამე სართულის აივნები კი მთლიანად მთელ გაყოლებაზეა განთავსებული. სწორედ, კედლის აღნიშნულ, შვერილ ნაწილზეა დატანილი ფანჯრის ღიობები, რომელთაგან ქვედა - ნახევრადსარდაფული დონის სართულის არსებობას ააშკარავებს. ნაგებობის ცენტრალური ფასადი გვერდითაზე კუთხით არ გადადის და წაკვეთილი არით უერთდება, რაც მისი საერთო მონახაზის გარემოსთან მისადაგებულობის შთაბეჭდილებას ბევრად აძლიერებს. აივნებზე გამოყენებულია, როგორც მოაჯირების ჭვირული ორნამენტი, ასევე წახნაგოვანი სვეტების თავებთან არსებული, არშიისებური, მარაოს ფორმის, სამკუთხა ჩანართები და კარნიზის არის ორნამენტული შემკულობა, ასევე, ამავე ადგილზე მცირე კრონშტაინისებური ორნამენტების რიტმული მონაცვლეობით შექმნილი არშიისებური ზოლი. ნაგებობის ნაწილი აგურის წყობისმიერი მხატვრული ეფექტის მქონეა. აივნების უკან არსებული მონაკვეთები კი ნალესობისა და საღებავის ფენითაა დაფარული. შენობა აბანოთუბნის სრული რეაბილიტაციის დროს, მთლიანადაა აღდგენილი და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა თითქმის, სრულად ამ აღდგენითი სამუშაოების შედეგია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4044
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გოგირდის შეს./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81030948
Y: 41.68697759