CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3758
ObjectID: 3758
ID: 3758
Name: აბანო
FullName: აბანო
Description: ამჟამად ეს ნაგებობა ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია. მისი თავდაპირველი დანიშნულებიდან გამომდინარე, ის აბანო იყო, შენობას სპეციფიკური ატქიტექტურული მახასიათებლები გამოარჩევს. ეს არის ერთსართულიანი, თუმცა ძალიან მაღალი ჭერის მქონე ფართო, განიერი შენობა, რომელიც სრულადაა დაქსელილი დერეფნებისა და დარბაზების სისტემით. გეგმარებაში მართკუთხა ფორმის ნაგებობას გუმბათის ტიპის გადახურვა აბოლოებს, კედლები დანაწევრებულია ფანჯრებისა და კარებების ღიობებით. მცირე ზომის სარკმელები დატანებულია გუმბათის კონსტრუქციაშიც. შიდა გეგმარებაში უხვადაა გამოყენებული თაღები და ნიშების სისტემა. ერთ-ერთი ცენტრალური დარბაზის გვერდითა კედლები დაბალ, განიერ სვეტებზე ამოყვანილი, ოდნავ შეისრული, თაღების პრინციპითაცაა აგებული. ამ ყოველივეს აქ ძირითადად მხატვრულ-დეკორაციული დატვირთვა აქვს, თუმცა კონკრეტული სტილისტიკისა და განწყობის შექმნას უდაოდ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია აგურის წყობით ამოყვანილი გუმბათის მოცულობა, რომლის შეულესავი შიდა ზედაპირიც ამჯერად თვად არის დეკორაციული დატვირთვის მქონე. შეისრული თაღების მსგავსი სიუხვე და ამასთან, ნაგებობის საერთო დაბალი, დამჯდარი გაშლილი ხასიათი აღმოსავლური სტილისტიკის მქონეა, რაც ზოგადად თბილისური აბანოების ერთ-ერთ მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს. ვიწრო დერეფნები, რომლებიც დარბაზებს შორის გადის, გარდა იმისა, რომ შეისრულ თაღედს ეყრდნობა, თავადაც მსგავს მოხაზულობას იმეორებს მთელს გაყოლებაზე. ნაგებობას აქვს გვერდითა მინაშენების ფრაგმენტები შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ ასევე ნაგებობის ნაწილები იყო განთავსებული, რომლებიც დღეს-დღეობით აღარ არსებობს. ამჟამად პრაქტიკულად აღარ არის ასევე შენობის შიგნით იატაკის ფენა, ის სრულად არის აყრილი, რის გამოც შენობაში ძალიან ძლიერი დაზიანებებია. კედლის არეებში დატანებულია თახჩებისა და თაროების ტიპის წახნაგოვანი ღიობები. გარდა შეისრულთაღოვანი დერეფნებისა აქ ნახევარწრიული მოხაზულობის გადახურვებიც ფიგურირებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნაგებობის გადახურვა ნახევარწრიულია, ადვილი მისახვერდრი ხედება ამჟამინდელი მდგომარეობის მიუხედავადაც კი, რომ გამოყენებულია ფორმათა ნაირგვარობისა და კონტრასტის ხერხი, რომელიც საერთო მხატვრული ინტერპრეტაციის თვასაზრისით ძალიან ქმედითი მხატვრული ელემენტის დატვირთვის უნდა ყოფილიყო.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4422
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იბრაჰიმ ისპაჰანლის IV შეს./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81795033
Y: 41.68766127