CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3754
ObjectID: 3754
ID: 3754
Name: "სურბ-ნიშანი"
FullName: ეკლესია "სურბ–ნიშანი"/სურფნიშანი/სურბნიშანი
Description: ეკლესია სურბ ნიშანი (წმ. ნიშანი, იგივე წმ. ჯვარი) მდებარეობს ზემო კალაში. არსებობს ცნობა, რომ ის აგებულია წმ. ნიკოლოზის ადრინდელი ქართული ეკლესიის ადგილას. შუა საუკუნეებში ის ასევე ცნობილი იყო, როგორც "მამასახლისის საყდარი". თავდაპირველი ეკლესიის აშენების ხანა უცნობია. ამჟამად მდგარი შენობა აგებულია 1703-1720 წწ-ში მელიქ გიორგის მიერ. გუმბათის მშენებლობის დამთავრება მან ვერ მოასწრო და დიდი ხნის მანძილზე წირვა სახელდახელოდ გადახურულ ეკლესიაში სრულდებოდა. გუმბათი მას მხოლოდ 1780 წ. დაედგა. აღა მაჰმად ხანის 1795 წ-ის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა ერთხანს უმოქმედოდ იყო. 1820-იან წწ-ში ის განაახლა თბილისელმა ქველმოქმედმა კომერსანტმა ავეტიკ პიტოიანმა (1794-1858), რომელიც ეკლესიის ჩრდილოეთის კედელთან არის დაკრძალული. საბჭოთა პერიოდში ეკლესიის შენობა სხვადასხვა დამნიშნულებით გამოიყენებოდა. სურბ-ნიშანი აგურით ნაგები "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ეკლესიაა. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს. შენობის დასავლეთ მხარე მკვეთრად წაგრძელებულია. აქ დამატებით კიდევ ერთი წყვილი ბურჯი დგას. კალას სხვა ეკლესიებს შორის სურბ ნიშანი გამოირჩევა გუმბათით, რომელიც გარედან მომწვანო-ცისფერი მოჭიქული ფილებით არის გადახურული. გუმბათის ყელის ზედა ნაწილში მრგვალი ლურჯი მოჭიქული ფილებით ჯვრები და ოთხყურებია გამოყვანილი. ფასადთა გაფორმება ისრულთაღოვანი შეღრმავებებით ირანული არქიტექტურის გავლენას ამჟღავნებს. დასავლეთი მკლავის კიდეზე ეკლესიას ადგას სამრეკლოს რვასვეტიანი ფანჩატური. კარიბჭე ჩრდილოეთის შესასვლელის წინ აშენებულია 1820-იან წწ-ში ავეტიკ პიტოიანის მიერ ეკლესიის განახლების დროს. მისი არქიტექტურა კლასიცისტური ყაიდისაა და მკვეთრად განსხვავდება თვით ეკლესიის არქიტექტურისაგან. ამჟამად ეკლესიაში მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3744
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სულთნიშნის შეს./6
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: 1701
InitialFunction:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;რელიგიური, რიტუალური>>სხვა კონფესიების რელიგიური/რწემან-წარმოდგენების ნაგებობები;
CurrentFunction:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;რელიგიური, რიტუალური>>სხვა კონფესიების რელიგიური/რწემან-წარმოდგენების ნაგებობები;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80471886
Y: 41.69433276