ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3752
ObjectID: 3752
ID: 3752
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა სამსართულიანია, აქედან პირველი სართული ნახევრად სარდაფის დონისაა. მარცხენა მხარე ნაწილობრივ შემინული შუშაბანდია, მეორე ნაწილი ღია აივნის ტიპისაა, თუმცა იმის გამო, რომ მას წინიდან აღმართის მონაკვეთი ფარავს, მისი როგორც აივნის აღქმა თითქმის შეუძლებელია. შენობის მეორე სართული სრულად შემინული შუშაბანდია, მხოლოდ მის ცენტრში გაჭრილია ცენტრალური შესასვლელი კარი, რომლისკენაც რამდენიმე საფეხურიანი კიბის მარში ადის და აქვს თავისი, ტენტისებური ხასიათის გადახურვა. უკვე ერთიანად შემინული შუშაბანდია მესამე სართულის არე. აქ ისევე როგორც მეორე სართულზე, გამოყენებულია წახნაგოვანი სვეტები, მათ შორის არსებული დაკვადრატებული ხის ჩარჩოები და ქვედა ჭვირული ორნამენტის მქონე მოაჯირის არეები. შენობას ცენტრალური ფასადის მხრიდან მეორე სართულის მარჯვენა კიდეში აქვს კვადრატული ფორმის ყრუ კედელი, ამავე სართულზე არის კიდევ ერთი შესასვლელი კარი, შედარებით მცირე ზომის და არაპარადული. მცირე ზომის კრონშტაინის ტიპის დეტალები ამკობს კარნიზის არეს მთელს გაყოლებაზე. მარჯვენა გვერდითა ფასადი ორსართულიანია. აქედან პირველ სართულზე ორი შესასვლელი კარია გადანაწილებული და თითოეულს საკუთარი გადახურვა აქვს. მეორე სართულის კიდეების მონაკვეთები შუშაბანდს ეთმობა, შუა არეზე კი ყრუ კედლებია განთავსებული, თუმცა მათში ჩაყოლებული სვეტების მონახაზი ცხადყოფს, რომ ეს სართულიც სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე სრულად შუშაბანდი იყო. ნაგებობის უკანა ფასადი, ლეღვთახევის მხარეს გადის. თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ ეს ფასადიც მთავარია ამ შენობასთან მიმართებაში, თუმცა მისი აღქმა ძალიან ძნელია, ის მთლიანად კლდეზეა გადმოკიდებული და ის სამი სართული, რომელიც ამ მხარეს გადის მთლიანად შემინული შუშაბანდების ტიპისაა. აღნიშნულმა შენობამ ძლიერი რეკონსტრუქცია განიცადა და დიდწილად გაახლდა. თუმცა აღდგენისას გათვალისწინებული იყო მისი პირვენდელი აუთენტური მახასიათებლები და მოხდა მათი შეძლებისდაგვარად გამეორება. გარად სხვა მნიშვნელობანი მახასიათებლებისა, აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ნაგებობის მხატვრულ-დეკორაციულ სისტემაზე, რომელსაც ძირითადად ზედაპირის ასეთი უხვი დანაწევრება ქმნის. იგულისხმება, მოაჯირებით, ფანჯრის ხის ჩარჩოებით, საყრდენი სვეტებითა და მოაჯირების ერთგვაროვანი ორნამენტიკით შექმნილი ჰორიზონტალური გრძივი აქცენტების ერთობლიობა. აღნიშნული მახასიათებლების განსხვავებულ ინტერპრეტეაციას ქმნის შენობის უკანა, ლეღვთახევის მხარეს გამავალი ფასადის მხატვრული ინტერპრეტაციაც. ამასთან აღნიშნული ნაგებობა ძალიან მნიშვნელოვანია, შენობისა და ლანდშაფტის ურთიერთმიმართება-დამოკიდებულების თვალსაზრისით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3999
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბოტანიკურის ქ./34-36
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80960753
Y: 41.6869759