{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3742?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3742?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3742?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3742",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3742,
    "ID" : 3742,
    "Name" : "ეკლესია \"ნორაშენი\"",
    "FullName" : "ეკლესია \"ნორაშენი\"",
    "Description" : "თბილისის \"ნორაშენის\" ეკლესია \"სურბ ასტვაცაცინი\" მდებარეობს თბილისის ძველ უბან კალაში, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის #41-ში.  ჩრდილოეთის მხრიდან ის ხანძთელის ქუჩაზე გამოდის. მის სიახლოვეს 20-იოდ მეტრში, იმავე ეზოში, აღმართულია ე.წ. \"ჯვარის მამის\" ეკლესია.  კოტე აფხაზის ქუჩის მხრიდან (აღმოსავლეთის ფასადი) სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ოდნავი აღმართია. ხოლო დასავლეთისკენ, სოლოლაკის ქედისკენ, რელიეფის სიმაღლე 1.5 მეტრით მაღლდება. ზოგადად ძეგლი ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელ მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული, თუმცა კოტე აფხაზის ქუჩის სიახლოვის და საკმაოდ ფართო ეზოს გამო, მაედნის მხრიდან მასზე ფართო სივრცე წარმოიქმნება. ეკლესიას \"ჯვარის მამასთან\" საერთო ეზო გააჩნია და ქუჩის მხრებიდან კედლის და ზოგან ლითონის აჟურული მოაჯირი გამოყოფს. \"ნორაშენის\" ეკლესია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა (გეგმაში _ 22X15.2მ. სიმაღლეში _ 39 მ.). შენობის კედლის სიბრტყეთა დიდი ნაწილი, თაღები და კამარები ხარისხიანი აგურითაა ამოყვანილი. დიდ ღიობთა გერშემო სიბრტყეები და ცოკოლის ზედა მხარეები მასიური თლილი ქვებითაა ნაგები. ქვის კარნიზი აქვს გუმბათსაც. გუმბათი ქვის ლორფინით არის დაბურული. დანარჩენი სახურავი კი თუნუქითაა გადახურული (ადრე კრამიტი ებურა). ეკლესია შიგნიდან მთლიანად შელესილია და კედლის მხატვრობითაა დაფარული. გეგმაში ჯვრის აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული გუმბათქვეშა სივრცესა და აფსიდს ნახევარწრიული, მძლავრ პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი ჰყოფს. აფსიდის ღერძზე, ზედა რეგისტრში, ინტერიერისკენ გაშლილი თაღოვანი სარკმელია, ხოლო ქვემოთ სწორკუთხა სარკმელი. მათ შორის წრიული სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ვიწრო თაღოვანი კარის ღიობებია საიდანაც დამრეცი კიბეებით კონქის ზედა სივრცეში მოხვედრაა შესაძლებელი. ამ სათავსოდან სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავების გადახურვის ქვეშ არსებულ სივრცეებში ვხვდებით, საიდანაც დასავლეთ მკლავის სახურავის ქვეშ ავღმოჩნდებით, რომლის დასავლეთ ნაწილიდან ქვის წრიული კიბით, სამრეკლოზე ასვლაა შესაძლებელი. აბსიდში შეიმჩნევა ადრე არსებული შემაღლებული საკურთხევლის კვალი, რომელიც იატაკიდან დაახლოებით 80 სანტიმეტრზე უნდა ყოფილიყო ამაღლებული. ცენტრალური ღერძის გარდი-გარდმო სახატე ნიშებია ამოღებული. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმაში კვადრატული ფორმის სამკვეთლო და სადიაკვნეა განთავსებული. მათ აღმოსავლეთისკენ მართკუთხა სარკმლები აქვთ, ხოლო დანარჩენ კედლებში ნიშებია შეჭრილი; მათგან დასავლეთის ნიშები შედარებით მომცრო ზომისაა ვიდრე ჩრდილოეთისა და სამხრეთისა. ეკლესიის ცენტრში, საკურთხევლსა და დასავლეთით თავისუფლად მდგომ ორ მასიურ ბურჯზე (დიამეტრით 1.9 მ.) 12 სარკმლიანი გუმბათია აღმართული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის საფუძველს აფრების ზედა დონიდან სარკმლებამდე მაღალი 3 რეგისტრიანი სარტყელი შემოუყვება, რომლთა პროფილს ლილვი შეადგანს. ჯვრის დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა, სამხრეთის და ჩრდილოეთის კარებები თითოეულ მკლავიდან კედლის დასავლეთითაა გაჭრილი; დასავლეთის კარი კი ცენტრალურ ღერძზეა გახსნილი. სამივე კარის ღიობი სტრუქტურით იდენტურია და ნახევარ­თაღედებით სრულდებოდა. დასავლეთის მკლავი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებზე თითქმის სამჯერ ღრმაა და გუმბათქვეშა სივრციდან დასავლეთის კედლამდე ორი წყება ნახევარწრიული თაღებით გადადის, რომლებიც გარე კედლებიდან დასავლეთის კედელსა და გუმბათქვეშა 2 ბურჯს შორის არსებულ იდენტურ 2 ბურჯს ეყრდნობა. კარის ღიობების გარდი-გარდმო მართკუთხა ფორმის სარკმლებია გაჭრილი, რომლებიც ინტერიერისკენ საგრძნობლად იშლება და შიდა სივრცის მნიშვნელოვნად განათებას უწყობს ხელს. დასავლეთის კარის ორივე მხარეს კედლის სისქეში შემავალი კარებებია, საიდანაც მკლავების ფრონტონთა მაღლა განთავსებულ სივრცეებში ვხვდებით. დასავლეთ კარის თავზე ორი სარკმელია გაჭრილი: ზედა _ თაღოვანი, ხოლო ქვედა მართკუთხა. ინტერიერის 4 თავისუფლად მდგომი ბურჯის ქვედა ნაწილები 3 მეტრის სიმაღლეზე კანელიურებითაა გაფორმებული. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ჭარბობს ბიბლიური სიუჟეტები. საკურთხეველში წმინდა მამებია გამოსახული. დიდი ადგილი უკავია დეკორატიულ გაფორმებას. თავად სიუჟეტებიც მძლავრი, დანაწევრებული ჩარჩოებითაა შემოსაზღვრული. ყველა სიუჟეტს დაწვრილებითი დასათაურება ახლავს სომხურ ენაზე. ეკლესიას ძირითადად ერთსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება, რომელიც რელიეფის გამო აღმოსავლეთით საკმაოდ მაღალია, ხოლო დასავლეთისკენ, მიწის დონის მაღალი ნიშნულის გამო დაბლდება. ეკლესიის ფასადების მხატვრული გადაწყვეტა მკაცრ ჰორიზონტალურ მოჩარჩოებაში ჯდება. სახურავის ქვედა ნიშნული კარნიზებით შემოსაზღვრულ ლენტურ კედლის სიბრტყეზეა დაყრდნობილი. მის ქვემოთ კედელი მრავალთაღედითაა გაფორმებული, რომელიც ძირითადად ვიწრო და ფართო თაღედების მონაცვლეობას წარმოადგენს. თავად ლენტი 4-4-ზე მოკლე პილასტრიანი ჯგუფებითაა გამოყოფილი რომელთა შორის, ლენტის ქვედა ნიშნულზე დაბჯენილი, წრიული სარკმლებია გაჭრილი. მკლავების ფრონტონების სქემაც იდენტურია. მათ ცენტრალურ ღერძზე ქვედა მხარეს თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს და ზემოთ, ფრონტონიან ნიშებში ნახევარლილვიანი თაღით მოჩარჩოებული რელიეფური ჯვრებია გამოსახული. ეკლესიას გუმბათის მაღალი ყელი აგვირგვინებს, რომელიც კარვისებრი სახურავითაა დასრულებული. გუმბათის ყელში პროფილირებულ საპირეებში ჩასმული თორმეტი სარკმელია გაჭრილი. გუმბათის ყელის თაღედი დგას მრგვალ პროფილირებულ ორ სარტყელზე, ყელი ასევე ლილვიანი სარტყლით სრულდება, რომელზეც რთულ პროფილიან ლავგარდნს 12 წახნაგა კონუსი ადგას. მის წვერზე მცირე ფორმის ბირთვია, რომელზეც ჭედური ჯვარია აღმართული. ჯვრის მედეგობას სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ დამაგრებული ჯაჭვები ამყარებს. გუმბათის ყელის წიბოები ლილვებითაა აქცენტირებული და ვოლიუტის მსგავსი დაბოლოებებით მთავრდებიან. სარკმლებსა და კონუსისებურ სახურავს შორის რელიფური ქვებია ჩადგმული. გუმბათის ყელის ქვედა და ზედა რეგისტრს ცისფრად მოჭიქული ჯვრების დეკორატიული ზოლი შემოუყვება. აღსანიშნავია კონუსისებური სახურავის რელიეფური გადაწყვეტა. ლორფინის ლილვები წვერისკენ თაღედებით ებმის ერთმანეთს, რომლებიც რელიეფურ ჯვრებს გარსშემოევლება. დასავლეთ მკლავის კეხზე 1890-იან წლებში 7 მ. სიმაღლის, 6 წახნაგა სამრეკლო აღუმართავთ, რომელიც კვადრატულ მოედანზე ჯერ წრიულ მოცულობაში გადადის, შემდეგ კი წრიულ სვეტებზე დაყრდნობილი კონუსით მთავრდება. სვეტებს მსხვილი ბაზისები და კაპიტელები აქვთ. კარვისებური გადახურვა 4 რიგი ქვის პერანგითაა შემოსილი და ლილვიანი წიბოებითაა აქცენტირებული. მის წვერზე არსებულ მცირე ბირთვზე ჯვარია აღმართული. ეკლესიის სახურავები თავდაპირველად კრამიტით ყოფილა გადახურული, ხოლო შემდეგ, XIX საუკუნის მიწურულს, თუნუქით იქნა შეცვლილი. სამხრეთის კარს წინ მემორიალური ეკვდერი აქვს მიშენებული, რომელიც მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ქვის პერანგითაა შემოსილი და ჭარბადაა ორნამენტირებული. მისი კედლის სიბრტყეები ერთმანეთში გადაწნული ლილვებითაა დანაწევრებული და ოდნავ შეისრული ღიობების გარშემო სქელი მოჩუქურთმებითაა შემკული. ამჯამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4576",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "კოტე აფხაზის  ქ./41",
    "Period" : "შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.\u003e\u003eგვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.",
    "ExactDate" : "1790-1796 წწ",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eგუმბათიანი  ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eჩახაზული ჯვრის ტიპი;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eგუმბათიანი  ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eჩახაზული ჯვრის ტიპი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806528950000001,
    "Y" : 41.690971939999997
  }
}