CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3741
ObjectID: 3741
ID: 3741
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ეს არის გრძელი ორსართულიანი შენობა, რომლის ზედა სართული მთელს გაყოლებაზე აგურის წყობისმიერი ფაქტურული მახასიათებლითაა შექმნილი, პირველი სართული კი ნალესობის ფენითაა დაფარული. შენობის ცენტრალური ფასადის პირველი სართული სრულად სადაა, ის მხოლოდ ფანჯრებით და კარებების ღიობებითაა დანაწევრებული. მეორე სართულის მიხედვით კი თავისუფლად შეიძლება მთავარი ვიზუალური აქცენტების დადგენა. მეორე სართულის არე დაყოფილია სამი ფრონტონიანი გადახურვის მქონე ცალკეული მონაკვეთით. აქედან ერთი შენობის ცენტრშია განთავსებული, ორი კი მისგან სამ-სამი ფანჯრის მოშორებით. ცენტრალური ნაწილი მაინც ყველაზე უხვადაა დატვირთული. აქ არსებული სამფრთიანი კარის ირგვლივ პილასტრების რამდენიმეფენიანი მოჩარჩოება კეთდება, რომელსაც ზედა გაყოლებაზე კბილანისებური ორნამენტების დუბლირებული რიგი და ორფერდა გადახურვის მონახაზი შემოსაზღვრავს, შუაში კი ფრონტონის თავისუფალი ჩაღრმავებული არე აბოლოებს. პრაქტიკულად, იგივე მეორდება გვერდითა მონაკვეთებზეც, თუმცა პილასტრების ხაზები ბოლომდე არ ეშვება და დასაწყისშივე კბილანისებური წახნაგებით წყდება. აღნიშნულ დეტალებს ერთმანეთთან კარნიზის პროფილირებული ერთიანი ზოლი აერთებს, რომელიც იმ არშიის ფუნქციასაც იძენს ვიზუალურად რომ კრავს და ამთლიანებს ნაგებობის ფასადის საერთო მხატვრულ სურათს. მთლიანი, სიგრძივი პილასტრები ფიგურირებს ასევე შენობის ორივე კიდეში, თუმცა მხოლოდ მეორე სართულის დონეზე. სახლს მთელს სიგრძეზე მიუყვება პარაპეტის ზოლი, რომელიც საკმაოდ განიერია, ყველა ფანჯარას თავზე გრძივი მართკუთხედის ფორმის ჩაზნექილი მოტივი აქვს განთავსებული, გარდა სამკუთხა ფრონტონიანი დეტალებისა, რომელთა თავზეც პარაპეტის არე სრულად სადაა. მეორე სართულზე არსებული სამი მთავარი ვიზუალური აქცენტიდან, ყველა სამფრთიანი კარის გარემოჩარჩოებასაა მორგებული. საინტერესო დეტალია, რომ ეს კარებები სრულიად უფუნქციოა დღეს. მათ წინ არაფერი არ არსებობს, რაც მეორე სართულის კარს დანიშნულებას სრულად უკარგავს. ნაგებობის პირველ სართულზე არსებული კარებებიდან რამდენიმე სადარბაზოებში შესასვლელია, სადაც ქვის ბრტყელი ფილებით მოგებული იატაკები და ხის ძველი კიბეებია, წრიული ფორმის შემორჩენილი. აქვეა ეზოში შესასვლელი განიერი ღიობიც. ეზოს მხრიდან ნაგებობა ოდნავ ტერასული ხასიათისაა. აქ მრავლადაა დახვეული კიბეები, ხის სადა მოაჯირებიანი აივნები, ასევე ხის შემინული შუშაბანდები, გამოყენებულია, როგორც შიდა კიბეების სისტემა, ასევე გარე. ეზოს მთლიანად შეკრული კვადრატული ფორმა აქვს და კიბეებისა და აივნების სისტემა მას მთლიანად შემოუვლის შიდა მხრიდან. ამჟამინდელი მდგომარეობა სახლისა ძალიან მძიმეა, ის იმდენადაა დაზიანებული, რომ გარე დეკორიც კი რომელიც სწორხაზოვანი უნდა იყოს ცხადყობს ამას. კარნიზის ხაზი ბევრგან ძალიან ძლიერადაა დატეხილი, ურთიერთაცდენილი და დატალღული. სახლი მთლიანადაა დაძრული და დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებს, თუმცა უდაოა, მისი გარე მთავარი ფასადის სადა თავშეკავებული, ფსევდოკლასიცისტური დეკორის კონტრასტი ეზოს სპეციფიკურ, ძველი თბილისური სახლებისათვის დამახასიათებელ გეგმარებასთან. თუნდაც მხოლოდ ეს მახასიათებელი ვფიქრობთ საკმარისია ამ ნაგებობის მაღალმხატვრული დონის საილუსტრაციოდ.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4326
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გორგასალი ვახტანგის ქ./19
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81654306
Y: 41.68826884