CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3740
ObjectID: 3740
ID: 3740
Name: ჭრელი აბანო
FullName: ორბელიანის აბანო
Description: ე.წ. "ჭრელი აბანო", რომელიც სრულიად გამორჩეული ნაგებობაა, როგორც თავისი მხატვრული ასევე ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით. ამასთან, ის თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ძველი თბილისის იერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად. გამორჩეული აღმოსავლური სტილისტიკის ეს ნაგებობა, ძლიერ ვიზუალურ აქცენტს ქმნის აბანოს ქუჩიაზე მის უკან განთავსებულ მინარეთთან კონტექსტში. ამასთან, ის მხოლოდ ამ ქუჩის კი არა, მთლიანად ამ უბნის ვიზუალურ ქვაკუთხედად შეიძლება იქნას მიჩნეული და ამას დიდწილად მისი მდიდრული, ჭრელი ცენტრალური ფასადის შემკულობა განაპირობებს. ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების გამო, ნაგებობის შიდა სივრცის მდგომარეობის ანალიზი შეუძლებელია, იცვლება მისი უკანა და ნაწილობრივ გვერდითა ფასადებიც, ხდება წინა, ცენტრალური ფასადის განახლება-რესტავრაცია. აღნიშნული ცენტრალური ფასადი გეგმარების თვალსაზრისით მარტივი ვერტიკალური მართკუთხედია, თუმცა ის ორივე მხარეს ერთიანი წრიული ფორმის კედელს მიბჯენილი სვეტებითაა შემოსაზღვრული. შიდა გარშემოწერილობას სვეტების შემდგომ მცირე ზომის შეისრულთაღებიანი ურთიერთისთავზე განთავსებული ვიწრო მართკუთხედების მწკრივი ქმნის, რომელიც შენობის ზედა ჰორიზონტალურ ხაზზეც გრძელდება, ოღონდ ამჯერად უკვე აღნიშნული მართკუთხედები ერთმანეთის გვერდითაა მჭიდროდ მიწყობილი. ამ ყოველივეს ისევ შეისრულთაღიანი სიღრმეში შეზნექილი ერთიანი ცენტრალური არე მოუყვება, სადაც უკვე სამ-სამი თაღით დაყოფილი ორი სართული იკვეთება. ამასთან, მეორეს წინ ლითონის აივანი მიუყვება. აღნიშნულ სართულებზე არსებული თაღები, ყველა კარით იხსნება. ესენია ორფრთიანი, ტიმპანიანი, ვიტრაჟის ტექნიკით შექმნილი კარები. ფასადის ზედაპირი მთლიანად ფარადი მოჭიქული ფირფიტებით, ან მოჭიქულ გვერდებიანი აგურების წყობითაა აფერადებული. აღნიშნული ზაედაპირის ფერადოვნება და სიჭრელე, იმდენად თვალშისაცემია, რომ სავსებით გასაგები ხდება გადაწყვეტილება რაიმე რთული არქიტექტურულ დეტალებზე უარის თქმისა. ბუნებრივია მსგავსი სიჭრელე კედლის რელიეფურ დანაწევრებულობას, ან მასზე არსებულ სხავადსხვა ტიპის არქიტექტურულ ფრაგმენტებს სრულად "შეჭამდა" და თვალისთვის მაინც შეუმჩნეველს დატოვებდა. შესაბამისად, აღნიშნული არქიტექტურის ცენტრალური ფასადის მთავარ მახასიათებლად ფერი და სტილიზებული მცენარეული ორნამენტი შეიძლება დასახელდეს. რაც შეეხება ფერს - გამოყენებული ფერების რაოდენობა არ არის ბევრი. ეს არის ძირითადად ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი და მწვანე, ანუ საუბარია, პრაქტიკულად ერთმანეთთან ახლოს მყოფ ტონალობებზე, თუმცა ამასთან ერთად გამოყენებულია მოყვითალო და მცირე თეთრი ტონალობები, რასაც მკვეთრი კონტრასტის ეფექტი შემოაქვს და ცოცხალი, ხასხასა ფერადოვნების შთაბეჭდიებას ქმნის. შენობას მცირე ზომის ასევე მოჭიქულზედაპირიანი გუმბათები განასრულებს, რომლებიც ამჟამად სარესტავრაციოდაა მოხსნილი. გვერდითა ფასადები შენობას სადა აქვს. მარცხენა გვერდითა ფასადი ლეღვთახევის ხეობას მიუყვება და ლანდშაფტის შესაბამისი მოხაზულობა აქვს. ის ადგილ-ადგილ მხოლოდ შეისრული, სიღრმეში შეზნექილი თაღებით და პატარა სარკმელებით არის დანაწევრებული. ამასთან აღნიშნული თაღების ნაწილში ფანჯრებია გაჭრილი, ნაწილი კი ყრუა. მისი გვერდითა კონსტრუქცია ტერასებადაა გადანაწილებული და უშუალოდ ცენტრალური კორპუსის წაგრძელებულ გაგრძელებას ქმნის. ნაგებობის უკიდურესი უკანა ფასადი ასევე ტერასულია, ლანდშაფტსაა მორგებული და დატეხილი, თუმცა მორკალული მოხაზულობა აქვს. უშუალოდ მთავრი კორპუსი გვერდიდანაც ცისფერი საღებავის ფენითაა დაფარული, დანარჩენი ნაწილების ძირითადი გამომსახველობითი ხერხი კი აგურის ფენების წყობა და მათი ზედაპირი, შეფერილობა თუ ფაქტურულობაა. მაგრცხენა გვერდითა ფასადი კიბე-ქუჩას მიუყვება და სრულად ყრუა, თუმცა მას მალევე ფარავს მომიჯნავე სახლების კედლები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3668
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./2
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-17 საუკნის დასაწყისი
InitialFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო>>აღმოსავლური აბანო;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო>>აღმოსავლური აბანო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81078785
Y: 41.68739302