ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3738
ObjectID: 3738
ID: 3738
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა სამსართულიანია, აქედან მესამე სართული არასრულია, ანუ მარჯვნივდან მარცხნივ არ გრძელდება და მხოლოდ შუა არეზეა დანაშენის სახით ამაღლებული. ქვედა რიგი აგურისაგანაა ნაშენი და რვა ნაწილად იყოფა არქიტექტურულ-დეკორაციული გეგმარების ხარჯზე - 5 ვიტრინა-კარი, ეზოში შემავალი დიდი ღიობი და 2 ვიტრინა-კარი. თითოეული მათგანი ზედა სართულის აივნის ლავგარდანებს შორისაა მოქცეული, აგურის წყობის მონაცვლეობით შექმნილ მოჩარჩოებაშია განთავსებული კარი-ვიტრინა და შეისრული თაღით ბოლოვდება. მეორე სართულს ქმნის ვიწრო ფანჯრების რიგი და გადმოკიდული აივანი მთელს გაყოლებაზე. ლავგარდანების გაყოლებაზე აივნის მოაჯირი დანაწევრებულია ხის სვეტებით, რომელთაც კაპიტელებთან მარაოსებური განშლის ტიპის ორნამენტი აბოლოებს. მეორე სართულის კარნიზი სადა პროფილირებული ხასიათისაა, ისეთივე როგორიცაა მეორე სართულის აივნის გარე ქვედა კიდე, რომელიც ფაქტიურად პირველი და მეორე სართულების ურთიერთგამყოფი შუალედური არის ფუნქციის მატარებელიცაა ვიზუალურად. მესამე სართული მხატვრული თვალსაზრისით, ფაქტიურად, მეორის მონახაზს იმეორებს, ოთხი სვეტით შექმნილი სამი სივრცულ-დეკორაციული მონაკვეთით. თუმცა აქ აღარ არის მარაოსებური ორნამენტი სვეტის კაპიტელებთან და არის დეკორირებული კარნიზის არე. აღნიშნული მონაკვეთის ორივე მხარეს ნაგებობას პარაპეტის არეები აქვს. მარცხენა მხარეს სამი სამერცხლურია რიტმულად განთავსებული სახურავზე. ეზოში შესასვლელი დიდი, განიერი ღიობი დერეფნის ტიპისაა. ნაგებობას ეზოს მხრიდან დიდი აივნები ამკობს. ცენტრალური ფასადის მახასიათებლები აქაც შენარჩუნებულია, თუმცა პირველ სართულს ფანჯრების რიგი ქმნის, რომელთაც წინ ასევე განიერი აივანი გაუყვება. განსხვავებულია მოაჯირების ორნამენტიკა; პირველი და მეორე სართულები მაქმანისებური ნახატითაა შემკული. მესამეს კი რიკულებიანი მოაჯირი ამკობს. პირველი სართულის ფანჯრებს თუ მართკუთხა ფორმა აქვთ, მეორე და მესამე სართულების ფანჯრები ნახევარწრიული მონახაზითაა დაბოლოებული. ამ სართულების ფანჯრებს სადა პროფილირებული მოჩარჩოება შემოუყვება, რომელიც ფანჯრებს შორის არსებულ პილასტრებს ებჯინება და ერთიანი, უწყვეტი, ნახატის სახეს იღებს. ასევეა ფასადის წინა, ცენტრალურ მხარეზეც. ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა კარგია, რადგან ეს შენობა სრულადაა შეკეთებულ-რესტავრირებული. განსხვავებით მის შიდა ეზოში არსებული სახლებისაგან, რომელთა მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, თუმცა ამასთანავე აუთენტურობის თვალსაზრისით ნაგებობის სწორედ ეს შიდა ეზოს ნაწილია ამჟამად ისტორიულ-მხატვრული თვალსაზრისით მეტად ღირებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4325
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გორგასალი ვახტანგის ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.81616497
Y: 41.68836101