ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3736
ObjectID: 3736
ID: 3736
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. მსხვილი გაბარიტიდან და ფასადის გამორჩეული მოდერნული მოტივებით დამუშავების გამო უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით და სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს მოდერნისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს კანელურებიანი პილასტრებით და ლითონის აჟურული აივნებით. თავად შენობა ლითონის მოაჯირიანი პარაპეტით არის დასრულებული, რომელშიც აგურის შელესილი დეკორატიული ელემენტებით შემკული ჩანართებია. ყურადღებას იქცევს ფასადის ცენტრალური და განაპირა ვერტიკალები, რომელებიც ძირითადი სიბრტყისაგან დეკორატიული ლესვით გამოყვანილი კანელურებიანი და ტონდოებიანი პილასტრებით არის გამოყოფილი და დაგვირგვინებულია ნახევრადწრიული დეკორირებული პარაპეტებით. განაპირა ნაწილში განთავსებულია შიდა ეზოში შესასვლელი სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელი ლითონის მოჩუქურთმებული ჭიშკრით, ცენტრალურ ნაწილში კი სასარბაზოს მოდერნული დეკორით შემკული ხის კარი. საინტერესოა ღიობებს შორის სტუკოს ტექნიკით შესრულებული მცენარეული ორნამენტები. საცხოვრებელი სახლის სარდაფში გახსნილია მაღაზია, ამიტომ ჩაჭრილია სარკმელი და სარდაფში ჩასასვლელი. აღსანიშნავია ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობებს შორის დაშვებული ვერტიკალების დეკორატიული კომპოზიცია, პროფილირებული კარნიზი, მედალიონები, ტონდოები, სტუკოს მოდერნული მცენარეული ორნამენტები, პირველი სართულის რუსტიკა და სხვა. შენობა შელესილი და შეღებილია, თუმცა ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოსჩანს აგურის წყობა. სადარბაზოს ინტერიერიც შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს მარმარილოს კიბე, ლითონის ჩუქურთმიანი მოაჯირი და იატაკის დეკორი. ყურადღებას იმსახურებს სადარბაზოს ჭერისა და კედლების მოდერნული ელემენტებითა და მცენარეული დეკორით შემკობა. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების და ღია აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. საინტერესოა აივნებისა და შუშაბანდების მოაჯირების ჭვირული დეკორი და სვეტების ჭვირული თავსართები. ეზოს მხრიდან სახლს აქვს კიდევ ერთი სადარბაზო, რომელიც გამოირჩევა ხის კიბითა და ხის რიკულებიანი მოაჯირით. საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია. სარდაფი არის შელესილი აგურის წყობით ნაგები, აქვს ბრტყელი გადახურვა და მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 3 მ-ია. სარდაფში ჩასასვლელი არის, როგორც ეზოს მხრიდან, ასევე ქუჩის მხრიდან არსებული მაღაზიიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3770
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ამაღლების I ჩიხი/7.ამაღლების ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79575035
Y: 41.69015448