CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3735
ObjectID: 3735
ID: 3735
Name: ეკლესია "ჯვარის მამა"
FullName: ჯვრის მამა/"ჯვარისმამა"
Description: ჯვარისმამის ეკლესია კოტე აფხაზის ქუჩის პერიმეტრიდან უკან არის დაწეული და წინ შემოიზღუდავს სკვერს. იგი კუპელჰალეს ტიპის გუმბათიანი ტაძარია. "ჯვარისმამა" იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. ეკლესია წმ. ჯვრის სახელობისაა. იგი ისტორიული წყაროების მიხედვით ეკუთვნოდა იერუსალიმის სამ ქართულ ეკლესიას და წარმოადგენდა მათ მეტოქეს. ქართველთა მიერ იერუსალიმის მონასტრების დაკარგვის შემდეგ იგი ბერძენთა ხელში გადავიდა და 1921 წლამდე ეს ეკლესია იერუსალიმის საპატრიარქოს მფლობელობაში იყო. 1825 წელს ეკლესია ბერძენმა მღვდელმა ბენედიქტემ შეაკეთა, რასაც გვაუწყებს დასავლეთი ტიმპანის ქართული მხედრული წარწერა: "წარმოვლენილმან წმიდის საფლავით საქართველოსა შინა 30 წელიწადსა ვმართე. . . ლად მე შრომილთა ღუაწლით ყმანი და ადგილნი მისნი და უკანასკნელ დროსა როსიის ერისა ალექსანდრე პირუალისა წელსა (1825) ახლითა საფუძუალითა კარის ბჭე ესე სამრეკლოათურთ რომელიც შევაერთე ძუალად ნაშენსა ეკლესიასა ტაძარსა ამას ცხოველს მყოფელსა ჯუარისა და ეგრეთუა აღუშენე სასახლენი გარემოს ამისსა მდებარენი და შევსძინენ ყმანი და მოვუპოვენ სამსავე სამეფოსა შინა ესე იგი ქართლს კახეთსა და იმერეთსა შინა დაკარგულნი მამულნი მე ჯუარის მამამან ბერძენმან არხიმანდიტმან ვენედიქტე ვიტიელმან". ეკლესია რამდენჯერმე არის გადაკეთებული და დგას უფრო ადრინდელი ნაგებობის საფუძვლებზე. პლ. იოსელიანის გადმოცემით თავდაპირველი ეკლესია აქ აშენებულა ვახტანგ გორგასლის დროს V ს-ში და გოლგოთის სახელით ყოფილა ცნობილი. სტილისტური ნიშნებით ეკლესია დათარიღებულია XVII ს-ით. 1990-იან წლებში მოხდა ეკლესიის რესტავრაცია. კედლები მოიხატა. ეკლესია თითქმის მთლიანად აგურით არის აგებული. ფასადებზე დაბლა მიუყვება უხეშად გათლილი გრძელი მართკუთხა ნაცრისფერი კვადრების რამდენიმე რიგი. ლავგარდანი აგურისაა დაკბილული. აგურისაა მრავალწახნაგა გუმბათიც. აქ თითო წახნაგში თითო ვიწრო სარკმელია დატანილი. სარკმლები გარემოცულია ლეკალო აგურით გადაყვანილი თაღედით. სარკმელთა ძირზე გუმბათის ყელს აგურის რგოლი სალტავს, ზემოთ დაკბილული ლავგარდანია. გუმბათის კარვისებური სახურავიც აგურის რიგებით არის აყვანილი. ფასადები მორთულია აგურის წყობაში ჩაძირული ჯვრებით. აღმ. მხარეს 3 ასეთი ჯვარია. ერთი დიდი _ საკურთხევლის სარკმელს ზემოთ და 2 მცირე - სარკმლის გვერდებზე. ქვემოთ კიდევ 2 მცირე სარკმელია პასტოფორების. თაღოვანი მცირე მართკუთხა სარკმლებია პასტოფორების ზედა ნაწილებისათვის. სამხრეთის ამ სარკმლის ქვემოთ ქვის ფილაა ჩადგმული, რომელზეც ალბათ წარწერა იყო. ეხლა გადაშლილია. ჩრდ. ფასადზე ჩაძირული ჯვრები ზუსტად აღმ. მსგავსდ არიან განლაგებული. 1 ცენტრში 2 კი გვერდებზე. აქ მხოლოდ ერთი სარკმელია ჩრდ. მკლავის ცენტრში. სამხ. ფასადი ჩრდ.ის ანალოგიურია, ოღონდ აქ ქვემოთ ცენტრში თაღოვანი კარია გაჭრილი. ეკლესიის დას. ფასადი გადაკეთებულია. აქ მკლავის ფრონტონის ქვემოთ აგურის შეისრული თაღია გადაჭიმული აგურისავე მხრებიანი (მხრები დაკბილულია, ორივე მხარის ქვემოთ ორ-ორი ბალიშისებური ქვაა ჩატანებული). ფასადის გვერდებზე ქვემოთ თითო ჩაძირული სარკმელია, შუა ნაწილი კი გადაკეთებულია. აქ აშკარად ჩანს შეისრული თაღის ქვემოთ სხვა წყობა აგურისა და ნაკერი ეკლესიის ძირითად წყობასთან. ცენტრში ფართე სარკმელია. ქვემოთ კი შესასვლელი ქვებით მოჩარჩოებული. იგი მართკუთხაა და ზემოდან თხელი ტიმპანით სრულდება. ტიმპანზე ზემოთ აღნიშნული გიანი მხედრული წარწერაა. დასავლეთიდან ეკლესიას მოგვიანებით მიადგეს მინაშენი. დანგრეული მინაშენი აღდგა 1990-იანი წლების რესტავრაციის დროს. ეკლესიის ინტერიერი მცირე და კოხტაა. შიგნითაც მთლიანად აგურით არის ამოყვანილი. გუმბათი ეყრდნობა აბსიდის მხრებსა და სამხ. და ჩრდ. კედლებიდან წამოზრდილ პერპენდიკულარულ კედლებს. გადასვლა გუმბათის სიმრგვალეზე აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში 12 სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველი ნახევარწრიულია გვერდზე მას ვიწრო მართკუთხა პასტოფორიები აქვს, თაღოვანი სარკმლებით აღმოსავლეთით. აქ შესასვლელები დარბაზიდანაც არის და საკურთხევლიდანაც. პასტოფორიებს ჰქონდა მე-2 სართულებიც, ასასვლელი კიბით სამხრეთიდან. საკურთხევლის აბსიდას კონქის ქვემოთ შემოჰყვება თარო ლავგარდანი, ქვემოთ ლილვით. ეს ლავგარდანი გადმოდის აბსიდის მხრებზეც და დას. მკლავშიც. საკურთხეველი 2 საფეხურით არის ამაღლებული. გადატიხრულია აგურის კანკელით. შუაში თაღოვანი შესასვლელით. გვერდებზე თაღოვანი ნიშებით. იატაკი ქვის ფილებისაა. აბსიდას წინ აქვს ძალიან ვიწრო ბემა. მხრები სრულდება ლავგარდანით. დას. გუმბათის საყრდენ პილასტრებზე ზემოთ ამ ლავგარდანის ქვედა ნაწილი მომრგვალებულია. საკურთხევლის ცენტრალური სარკმელი მართკუთხაა, ქვემოთ თაღოვანი ნიშაა, თაღოვანი ნიშებია საკურთხევლის გვერდებზეც. მართკუთხაა სამხ. და ჩრდ. სარკმლები. ცენტრში ოდნავ შეისრული დას. სარკმელი თაღოვანია. მართკუთხაა სამხ. შესასვლელი და დასავლეთის ფართე კარიც. დას. მკლავის ჩრდ. და სამხ. ნაწილები კამარებით არის გადახურული. ჩრდ. და სამხ. კედლებში აქ მაღლა ღრმა ნიშებია. დასავლეთი შესასვლელი იატაკის დონიდან მაღლაა გაჭრილი. ეს შესასვლელი გვიანი დანამატი უნდა იყოს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4575
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტე აფხაზის ქ./41
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-16 საუკუნე
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>კუპელჰალე;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>კუპელჰალე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80645613
Y: 41.69065043