CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3731
ObjectID: 3731
ID: 3731
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ახვლედიანისა და ვაშლოვანის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს. ადგილმდებარეობა განაპირობებს მის სპეციფიკურ ფორმას. მისი ფასადები ორივე ქუჩის მხრიდან მდიდრულადაა შემკული. ცალკე ფასადადაა გამოყოფილი შენობის კუთხე, რომელიც ქუჩათა კვეთას გადმოყურებს. შენობა სამსართულიანია, ნაგებია აგურით, შემდგომ კი დეკორატიულადაა შელესილი. უამრავი დეკორატიული ელემენტი ამკობს მის ფასადებს. ქვედა სართული რუსტიკითაა გაფორმებული. თაღოვანი სარკმლებია განთავსებული მეორე სართულზე. თითოეულს ძალზე დეკორატიული მოჩარჩოება აქვს, პროფილირებული თაღებითა და აქეთ-იქით პილასტრებით, თითოეულის საჭექ ქვაზე კი ქალისსახიანი მასკარონებია განთავსებული. სარმკლებს ქვემოთ ბაროკული რელიეფური ორნამეტებია მართკუთხა მოჩარჩოებებში ჩასმული. მეორე სართულის სარკმლებს მესამესგან ორნამენტული კარნიზი გამოჰყოფს. ზედა სარკმლები სწორკუთხაა. ისინი მეორე სართულთან შედარებით სადაა, პროფილირებულ ჩარჩოებს მცენარეული მოტივის საჭექი ქვები განამშვენებს. მეორე და მესამე სართულის თითოეულ სარკმელს შორის, მთელს სიგრძეზე კორინთული სტილის პილასტრებია აღმართული. ისინი ძალზე მკვეთრ ჰორიზონტალურ მახვილებს ქმნიან. შენობის ზედა მხარეს გამორჩეულ დეკორატიულ აქცენტს ქმნის პილასტრთა კორინთული სვეტისთავები, რომელთა თავზეც კბილანა კარნიზი განთავსდება. სახურავზე, სამივე ფასადის მხრიდან (იგულისხმება ახვლედიანის ქუჩის, ვაშლოვანის ქუჩის და მათ კვეთაზე მდებარე ფასადები), ნაგებობას რელიეფით შემკული ატიკები განასრულებს, ცენტრალური ბაროკოს სტილისთვის დამახასიათებელი დეკორითაა შემკული. ქუჩათა კვეთაზე მდებარე ფასადი ვიწროა, აქ მხოლოდ თითო სარკმელია განჭრილი თითოეულ სართულზე. ის უდაოდ დომინანტია თავისი მდებარეობითაც და შემკულობითაც. გვერდითა ფასადების ნახევარსვეტები კუთხეში ამ ფასადის ნახევარსვეტებს უერთდება და თითქოს სამგანზომილებიან სვეტებად იკითხება, თან ეს ერთ წყებად განთავსებული დეკორატიული სარკმლებიც უფრო განცალკევებულად და მკაფიოდ იკითხება ქუჩათა კვეთაზე გამოზნექილ ვიწრო ფასადზე, ამას ემატება განსაკუთრებულად დეკორირებული ფრონტონი და ლითონის დეკორატიული აივნები, მეორე და მესამე სართულზე. ახველდიანის ქუჩის მხრიდან შენობა უაივნოა. ვაშლოვანის ქუჩის მხრიდან ორი აივანი აქვს სახლს, თუმცა, ისინი ისე შესამჩნევი არაა ფართო ფასადზე, როგორც ქუჩის კვეთაზე გამოზნექილ ფასადზე მდებარე ეს ორი აივანი. სახლს ორივე მხრიდან აქვს შესასვლელი. ახვლედიანის ქუჩის მხრიდან ამჟამად ახალი კარია ჩადგმული, რომლიდანაც კაფეში ხვდება შემსვლელი. სავარაუდოდ, წინათ, ამ მხრიდან ნაგებობას შესასვლელი არ ჰქონდა. ხოლო, რაც შეეხება ვაშლოვანის ქუჩის მხარეს, აქ სადარბაზოს ფართო, თაღოვანი ხის ოთხნაწილიანი კარი აქვს, რკინის ჭვირული ორნამენტებით გაფორმებული. ზუსტად იგივე ზომისაა და ფორმის ეზოში შესასვლელი ღიობიც. ის ზუსტად სადარბაზოს კარის გვერდით მდებარეობს და ძველებური, რკინის აჟურული ჭიშკარი აქვს შეკიდული. ეზოში აღსანიშნავია სამივე სართულზე ამავალი ხის მოხვეული კიბე ორნამენტებიანი მოაჯირებით. ასევე სამივე სართულზე არსებული ნაგებობის თანადროული შუშაბანდი ხის ჭვირული მოაჯირებითა და შემკული სვეტებით. კიბეცა და შუშაბანდებით ავთენტური სახით არის მოღწეული დღევანდელ დღემდე, რაც საკმაოდ იშვიათია დღესდღეობით. უნდა აღინიშნოს, რომ ნაგებობები ეზოს მხრიდან გაცილებით უფრო დაზიანებულია სხვადასხვაგვარი გადაკეთებებით, ვიდრე ფასადები. ამ მხრივ, სახლის ეზო განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და ყურადღებას საჭიროებს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შენობა მნიშნველოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერ-სახის შემქნისთვის. მეტიც, მას ამ განაშენიანებაში დომინანტის ფუნქცია აქვს. რიგი სხვადასხვა სტილის დეტალების არსებობის მიუხედავად, ნაგებობის ფასადზე მოდერნისთვის დამახასიათებელი ნიშნები სჭარბობს და ის სწორედ არტ-ნუვოს სტილს განეკუთვნება. შენობა მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებისაა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3854
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახვლედიანი გიორგის ქ./18.ვაშლოვანის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1911
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78900427
Y: 41.70637005