ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3729
ObjectID: 3729
ID: 3729
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი ნაგებობის ფასადი სადა და ასიმეტრიულია. ცენტრში დიდი ზომის, კონსოლების რიგს დაყრდნობილი, ხის ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული აივანია მოქცეული, რომელსაც სვეტებს შორის მოთავსებული უხვი ჩუქურთმა ამკობს. მის ორივე მხარეს ორ-ორი სარკმელია განაწილებული. ქვედა სართულზე, ფანჯრების რიგში ფარეხის თანამედროვე კარებია დატანილი, მათგან ერთ-ერთს სარკმელი ერთვის. აივნის ქვეშ მოთავსებული სარკმლები შენობის პროპორციასთან შედარებით მომცრო ზომისაა. მათ რკინის ცხაურები ერთვის. აივანზე გამავალი, ერთმანეთთან ძალიან ახლოს განლაგებული სამი ღიობი თაღოვანია და სადა საპირეები ამკობს. აბჟანდაძის ქუჩისაკენ შენობას რამდენიმე სარკმლით დანაწევრებული და სამკუთხა ფრონტონით დაგვირგვინებული კედელი წარმოადგენს. ფრონტონს მეორე სართულის დამასრულებელი კარნიზი კიდევ უფრო გამოკვეთს. სანაპიროსკენ, ეზოს მხარეს მიმართული ფასადი, ორი სართულის მიმყოლი ღრმა შუშაბანდებითა და მათ დართული, ვიწრო აივნებით განისაზღვრება. მისი მოაჯირი მორღვეულია. პირველი სართულის შუშაბანდის გარკვეული ნაწილებიც ჩამოშლილია. ამავე სართულზე გაჭრილ ღიობს თაღოვანი საპირე მხოლოდ ნაწილობრივ შემოწერს. მეორე სართულის შუშაბანდი უფრო წინ არის გამოწეული. მის მარცხენა ნაწილში ხის ჭვირული მოაჯირის ფრაგმენტები შეინიშნება. აღწერილი საცხოვრებელი სახლი ტრადიციული თბილისური საცხოვრებლის თვისებების მატარებელია. მისი ხასიათი როგორც ეზოსკენ, ასევე ქუჩისკენ, შუშაბანდებით განისაზღვრება. ნაგებობას თბილისური სახლის იერს სარკმლების სურათიც მატებს. შენობა, მის მიმდებარედ აღმართულ აივნიან სახლებთან ერთად მტკვრისკენ მიმართულ ერთიან სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4742
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ორბელიანი გრიგოლის მოედ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80376867
Y: 41.69937055