ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3728
ObjectID: 3728
ID: 3728
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: აშშ საელჩო
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობა ევროპული ხუროთმოძღვრული იერის მატარებელია. მისი საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია. შენობის ორივე განაპირა მხარეს რიზალიტებია მოწყობილი, რომელთაგან მარცხენაზე, თითქმის მთელი რიზალიტის სიგანეზე, რკინის ორნამენტირებულ, მსუბუქი მოაჯირით შემოსაზღვრული აივანია შეკიდული. აივანზე ორი, სადა საპირეებით გაფორმებული ღიობი გადის. პირველ სართულზე განიერ, დეკორატიულ თაღში, სტანდარტული ზომის კარია გაჭრილი. თაღის მოყვანილობა და მის თავზე მოქცეული კედლის სეგმენტის ფაქტურა, მოდერნის სტილის ხუროღმოძღვრებისთვის დამახასიათებელ ელემენტს მოგვაგონებს. მარჯვენა რიზალიტში ერთი ფანჯარაა დატანილი, რომლის ქვეშაც ერთი, ვიწრო და გრძელი რუსტია მოთავსებული. ამავე რიზალიტში, პირველ სართულზე ტიმპანიანი კარია წარმოდგენილი. ძველის ნაცვლად ახალი, რკინის კარია ჩამოკიდებული. შესასვლელს ორქანობა, ორნამენტირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი წინფრა ერთვის. მეორე სართულზე, რიზალიტებს შორის მოქცეულ სარკმლებქვეშ, ცენტრში, ერთი რუსტია დატანილი. შენობის უკანა, ეზოს მხარეს გამავალი ფასადი, ორ სართულს მიმყოლი, ხის ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული და ჩუქურთმებით გაფორმებული აივნებითა და შუშაბანდებითაა წარმოდგენილი. ის, მართი კუთხით, უერთდება მეზობელი სახლის ანალოგიურ ხის აივნებს და საერთო სურათს ქმნის. პირველი სართულის აივანზე მოხვედრა გვიანი, პატარა კიბით არის შესაძლებელი, რომელიც გვერდითა სახლს მიუყვება. პირველი სართულის ქვეშ, სარდაფის წინ, გალერეაა მოწყობილი. სარდაფის სიმაღლე, დაახლოებით, 3 მეტრი იქნება. ორივე სართულის აივანზე გამავალ ღიობებსა თუ ცრუ ღიობებს, ერთიანი, უწყვეტი კარნიზი ზემოდან შემოწერს. აღწერილი სახლის მთავარ ფასადზე წარმოდგენილი ხუროთმოძღვრული ელემენტების განსხვავებული სტილი კონტრასტს ქმნის. სახლის ფასადზე დატანილი, არტ-ნუვოსთვის დამახასიათებელი სამკაული მიგვანიშნებს, რომ სახლი მეოცე საუკუნის დასაწყისს უნდა ეკუთვნოდეს. შენობის მთელ ექსტერიერში კონტრასტს ქმნის ეზოსკენ მოწყობილი ხის, თბილისური საცხოვრებლის იერის მატარებელი აივნებიანი ფასადი და ევროპული არქიტექტურული ფორმები. ნაგებობა ორბელიანის ქუჩას მოკრძალებული ექსტერიერით განსაზღვრავს, სანაპიროს კი მაღალი, ხის აივნებიანი ფასადით, რაც მიმდებარედ აღმართულ სახლებთან ერთად უბნის საერთო სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4751
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მარჯვენა სანაპირო/.ორბელიანის ვ. ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული - მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom: მე-19
DateRangeTo: მე-20
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ადმინისტრაციული>>სხვა;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.81945062
Y: 41.68628156