CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3726
ObjectID: 3726
ID: 3726
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობის ვიწრო ფრაგმენტი ორბელიანი ქუჩის მხარეს არის მიმართული. მასში სადარბაზოს კარი და სარკმელია მოქცეული. ნაგებობას ახალ აშენებული, აგურისა და შუშის შენობა ერთვის, რაც ძველი შენობის შელესილ და სამკაულით სადად მორთულ ფასადთან კონტრასტს ქმნის. სახლის, შედარებით მასშტაბური ნაწილი, სანაპიროს მხარეს, ეზოსკენ არის მოქცეული. აღნიშნული ნაგებობა კუთხისებური გეგმარებისაა, რომელსაც აივნები შემოუყვება. სახლის დამასრულებელ ვიწრო წახნაგზე, ყველა სართულზე, თითო სარკლმელია დატანილი. მათგან ერთ-ერთს, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული სარკმლის შემამკობელი წარბი ერთვის, მეორე ღიობს სწორხაზოვანი წარბი ამკობს. მეორე სართულის აივანი აგურის სვეტებს არის დაყრდნობილი, პირველ სართულზე გალერეა წარმოიქმნება, რაც ნაგებობას სიმყარეს მატებს. ეზოსკენ მიმართული ფასადი ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებით არის წარმოდგენილი, რომელთა კოლონადასაც ჩუქურთმები ამკობს. აივნებზე გამავალი ღიობების ნაწილი ერთიანი კარნიზით ზემოდან არის შემოსაზღვრული, რაც სწორხაზოვან წარბებთან გადაძახილს ქმნის. აღწერილი შენობა, ტრადიციული თბილისური საცხოვრებლის თვისებების მატარებელია, როგორებიცაა ჭვირული აივნები და სარკმლის დეკორი. ის, მიმდებარედ აღმართულ სანაპიროსკენ აივნებით გახსნილ სახლებთან ერთად განაშენიანების ერთიან სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4754
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მარჯვენა სანაპირო/.ორბელიანის ვ. ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80359668
Y: 41.69960225