CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3723
ObjectID: 3723
ID: 3723
Name: ქართველ ებრაელთა ეთოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმი
FullName: ქართველ ებრაელთა ეთოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმი
Description: წარმოადგენს მოზრდილი მასშტაბის, ორსართულიან ნაგებობას, გადახურულია განიერი გუმბათით. ნაგებობა, XX საუკუნის დასაწყისში, აგებული იყო როგორც სინაგოგა, 1932 წლიდან კი მასში ებრაელთა მუზეუმია გახსნილი. რუსული აგურით აგებული შენობა შეულესავია. ფასადები სადაა. მას ანაწევრებს ორ სართულზე განაწილებული სწორკუთხა მოყვანილობის ღიობები. მთავარ ფასადზე, კათალიკოსის ქუჩის მხარეს, ფასადის შუაში როზალიტია, სადაც პირველ სართულზე მოწყობილია კარის განიერი ღიობი, რომელიც ორივე მხარეს ფლანკირებულია მასიური, აგურით აგებული ნახევარსვეტებით. ფასადს ასრულებს პროფილირებული კარნიზი, რომელსაც გასდევს კბილანების მწკრივი. მთავარი კარიდან შესვლისა ვხვდებით მცირე ჰოლში, საიდანაც შევდივართ მთავარ, გუმბათით გადახურულ დარბაზში, რომელიც გეგმაზე წრიული მოხაზულობისაა. დარბაზს, ორივე სართულზე, გარშემო ორ-ორი, შეწყვილებული მაღალი სვეტი შემოუყვება, რომელსაც მეორე სართულის გალერეა ეყრდნობა. შესასვლელის მოპირდაპირედ, კედელში აფსიდია მოწყობილი. დარბაზის გარშემო ორ სართულად დამხმარე ოთახებია განლაგებული. შესასვლელის მარჯვნივ მოწყობილია ქვის კიბე, ლითონის მოაჯირით. წრიული ფორმის გუმბათს დაბალი ყელი აქვს, რომელშიც დატანებულია წრიული ფორმის სარკმლები, სადაც დავითის ვარსკვლავის მოხაზულობის ალათებია განთავსებული. გუმბათს ზემოდან კიდევ პატარა გუმპათი აზის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3777
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ანტონ კათალიკოსის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1900 წ.
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>ებრაული სამლოცველო >>სინაგოგა;
CurrentFunction:
კულტურა>>ბიბლიოთეკა;კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80443111
Y: 41.6918876