{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3715?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3715?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3715?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3715",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3715,
    "ID" : 3715,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ ნომერში მდებარე სწორკუთხა გეგმის მქონე შენობა, რომელიც  მოდერნულ სტილშია გადაწყვეტილი.  იგი აგურითაა ნაგები და არა ტრადიციული აღნაგობით გამოირჩევა. შენობის ერთი ნახევარი, რომელიც ფასადით ნიშნიანიძის ქუჩაზე გადის ორსართულიანია სარდაფით, ეზოს მხარეს გამავალი მეორე ნახევარი კი სამსართულიანია. მარცხენა ნახევარი სამსართულიანი, ხოლო მარჯვენა ნახევარი კი  ორსართულიანია.  ფასადები შელესილია და ორფერადაა დაფერილი (ზოგან ფერი გადაცლილია), ანუ კედლის სიბრტყე, რომელიც ფონს ქმნის ოქრასფერია, შემამკობელი არქიტექტურული ელემენტები კი თეთრი. ამასთან შენობის ქვედა არე რუსტირებულია. რუსტიკებს მოკენჭილი ზედაპირები აქვთ. ახლა ფასადებზე ბათქაში ნაწილობრივ აცვენილია და აგურის წყობა ჩანს.  ალაგ-ალაგ კი ამოქოლილია ფანჯრები და  ცემენტითაა შელესილი. შენობის მთავარ ფასადს ქუჩაზე გამავალი ფასადი წარმოადგენს. იგი სიმეტრიულადაა გადაწყვეტილი და შედარებით უფრო მდიდრული დეკორით ხასიათდება. ფასადის ცენტრი ოდნავ გამოიზიდება შენობის საერთო სიბრტყიდან და  მრუდხაზოვანი ატიკითა და სადარბაზოში შემავალი მხატვრულად ღირებული კარითაა აქცენტირებული. კარი ტროტუარიდან მაღლა არის გაჭრილი, რის გამოც მას კიბე ახლავს, რომელსაც დეკორატიული მოაჯირი აქვს.  სადარბაზოში არის ღირებული კიბეები და მისი თანმხლები მხატვრულად დამუშავებული მოაჯირები. სადარბაზო  კარის აქეთ-იქით კედელი რუსტირებულია. რუსტირებულ ნაწილებს კი მეორე სართულზე ენაცვლება  სამ-სამი წვრილი არქიტექტურული ელემენტებით (თითოეული ელემენტი სრულდება პატარა მრგვალი ფორმის დეტალით) გაწყობილი ნახევარსვეტების მსგავსი ვიწრო კედლის ნაწილები, რომლებიც კარნიზის ზემოთაც გრძელდება. სწორედ მათ შორისაა მოქცეული დეკორირებული ატიკი. სართულები მარტივად პროფილირებული სარტყელით იმიჯნება, ხოლო კედელში ფანჯრების სწორკუთხა ღიობებია ჩარიგებული. პირველი სართულის ფანჯრებს სადა პროფილირებული საპირე შემოწერთ. მეორე სართულზე კი მათ საპირეეები არ აქვთ, თუმცა ისინი მორთულია ღიობის თავზე დაბჯენილი მსუბუქად პროფილირებული ვიწრო თავსართებით, რომელთაც კიდურა ნაწილებში  ბრტყელი არქიტექტურული ელემენტები ახლავთ, რომლებიც ფანჯრის ღიობებს აქეთ-იქით დაახლოებით ერთ მესამედზე მიუყვებათ. მათი ზედაპირი ნაწილობრივ ღარების მეშვეობითაა დანაწევრებული, ხოლო ბოლოში რელიეფურად ამოზიდული წრიული ფორმის დეტალით სრულდებიან. ფასადზე ფანჯრების ღიობები სხვადასხვა  ზომისაა.  ორ-ორი ფანჯრის ღიობი  ცენტრალურ და განაპირა ნაწილებში შედარებით უფრო პატარაა და  მათ საერთო თავსართი ამკობთ, რომელთა გამო ისინი შეწყვილებულია.  ფანჯრების ქვემოთ მოთავსებულია მართკუთხა ფორმის ორსაფეხუროვანი შეღრმავებები, ხოლო ფანჯრებს შორის კედლის არე მსუბუქი ღარების მეშვეობითაა დამუშავებული. ფასადს ზედა ნაწილში ფოთლოვანი მოტივით შემკული დეკორატიული სარტყელი გასდევს. მეორე სართულზე კი გამოდის  აჟურულ მოაჯირიანი ორი ლითონის შეკიდული აივანი, რომლებიც ფასადზე სიმეტრიულადაა  განაწილებული. ისინი ახლა გოფრირებული პლასტიკატითაა გადახურული, რომლებიც წვრილ მილებს ებჯინება. მოგვიანებით შენობის მარჯვენა კიდურა ნაწილში ბლოკით   მცირე ოთახი დაუშენებიათ. ცენტრალური ნაწილის გარდა იგი ჭვირულად მორთული აივნებით იხსნებოდა, დღეს კი ამოშენებული და შელესილია. აივნის მოხარატებული მოაჯირის ფრაგმენტი მხოლოდ მეორე სართულის მცირე ნაწილშია შერჩენილი. ამ ფასადის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია  მხატვრულად ღირებული  ხის კარი, რომელსაც სარდაფში ჩავყავართ. ახლახან ფასადის მარჯვენა ნაწილში ქვედა ორ სართულზე უსახური მინაშენი მიუდგამთ. იგი ცემენტითაა შელესილი და ერთ მხარეს მსხვილ ლითონის ბოძებს ეყრდნობა. შენობა მხატვრული თვალსაზრისით ძველი თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომლის არა ტრადიციული აღნაგობაც როგორც ჩანს ქუჩის ვიწრო ხასიათმა განაპირობა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4725",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ნაკაშიძე ილიას ქ./16.ბარათაშვილი ნიკოლოზის ქ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804256600000002,
    "Y" : 41.696041690000001
  }
}