CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3713
ObjectID: 3713
ID: 3713
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულა ე.წ. "ქართული აგურით" და გეგმაში ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. ის ა. გრიბოედოვისა და ბესიკის ქუჩათა კუთხეში მდებარეობს. ამ ქუჩებზე ორი, შელესილი და მოყვითალო ტონალობით შეღებილი ფასადით გამოდის და განაშენიანებაშია ჩართული. ცოკოლის გლუვ კედლებში სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. ბესიკის ქუჩის მარცხნიდან-მარჯვნივ დაფერდების გამო, სარდაფის მარჯვენა ნაწილი თითქმის, მთლიანად მიწის ზემოთაა მოქცეული. სარდაფის აღნიშნული მხარე კომერციულადაა ათვისებული. შიდა ეზო ა. გრიბოედოვის ქუჩის დონიდან ერთი სართულით ქვემოთაა მოთავსებული და მასში მოხვედრა, მიწისზემოთ მოხვედრილი, სარდაფის კედელში გაჭრილი, სწორკუთხა გვირაბითაა შესაძლებელი. უკანასკნელის მარცხენა მხარეს სადარბაზოს კარია. ა. გრიბოედოვის ქუჩის მხარეს მეორე სარდარბაზოა. ორივე ფასადი იდენტურადაა გადაწყვეტილი. პირველი სართულის რუსტირებულ და მეორე სართულის გლუვ კედლებში, ერთმანეთის თავზე, თანაბარი რიტმით გაჭრილია სწორკუთხა ღიობები. პირველი სართულის ღიობებს გლუვი არშია ეველბა, მეორე სართულის ღიობები კი მოურთავია, მაგრამ ზედა ნაწილებში შვერილი თაროები ამშვენებს. ორივე სართულის ფანჯარათა ქვეშ სწორკუთა უბეებია მოწყობილი. სართულებს შორის გავლებულია ჰორიზონტალური სარტყელი. ორივე ფასადზე არსებული თავდაპირველი, ლითონის შეკიდული აივნები აჟურულმოაჯირიანია. ფასადები ფრიზითა და მასზე დაბჯენილი პარაპეტით სულდება. ეზოს მხარეს არსებული ხის ღია აივნების უმეტესობა ამოშენებულია ან შემინული. შენობა თუნუქითაა გადახურული. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის შუა წლებში. მისი ფასადები კლასიცისტური სტილისაა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4066
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./1.ბესიკის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 0
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ადმინისტრაციული;
CurrentFunction:
საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>რედაქცია;
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79652415
Y: 41.69889059