CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3712
ObjectID: 3712
ID: 3712
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ქუჩის სიღრმეშია აგებული. მას წინ ეზო და ბაღი ერთვის. ძირითადი ორი სართულისაგან შემდგარი ნაგებობის ფასადი სადაა. ის კუთხისკენ წახნაგს ქმნის, რომლის ერთი კუთხეც მომრგვალებულია. მეორე სართულს, მთელ სიგრძეზე, მკვეთრად დახრილ კონსოლებს დაყრდნობილი, ხის ჭვირულმოაჯირიანი აივანი მიუყვება. მისი გადახურვა მართკუთხა გეგმარების სვეტებს ეყრდნობა, რომელთა ტანებიც თლილია. აივანი კუთხის წახნაგს შემოწერს, მეორე მხარეს კი მეზობელი სახლის კედელს ემიჯნება. მასზე გამავალი ღიობები არათანმიმდევრულად არის განლაგებული. ნაგებობას, ქუჩის დონიდან ქვემოთ, მცირე ეზოსებრი სივრცე ერთვის, რომლისკენაც სარდაფის სარკმლებია მიმართული. აღნიშნული, ერთგვარი თხრილი მოგვიანებით არის ამოშენებული, მისი სახურავი კი ეზოდ გამოიყენება. სარდაფის სიმაღლე, დაახლოებით 3 მეტრი იქნება. შენობას ფასადისკენ დახრილი სახურავი ასრულებს. მასზე სამკუთხა ფრონტონებით დაგვირგვინებული სარკმლები და მანსარდის ტიპის სივრცეა მოთავსებული. სახლის უკანა, სამსართულიანი ნაწილი, წინა სახურავის პერპენდიკულარულად, ორქანობად არის გადახურული, რის შედეგადაც სამკუთხა ფრონტონი წარმოიქმნება. ფასადის ცენტრში, ზედა ორ სართულზე, შუშაბანდებია. ქვედა სართული ამოშენებულია. შუშაბანდის ორივე მხარეს აგურის კედლებია მოთავსებული, რომლებშიც რკალური სარკმლებია გაჭრილი. სართულებს ეზოსთან, ორბაქნიანი, მაღალი, გადახურული კიბე აკავშირებს. აღწერილი შენობა ტრადიციული თბილისური სახლის თვისებების შემცველია, რომელიც მიმდებარე განაშენიანების მხატვრულ სახეს განსაზღვრავს და ერთიან სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4757
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ორბელიანი გრიგოლის მოედ./5.მარჯვენა სანაპირო/
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80446307
Y: 41.69906676