{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3709?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3709?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3709?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3709",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3709,
    "ID" : 3709,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სამსართულიანი, აგურით ნაშენი შენობის ფასადი ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით სადად არის მორთული. ორი ქუჩისკენ მიმართული ფასადები ასიმეტრიულია. მას სართულების გამმიჯნავი კარნიზები სამ ჰორიზონტალურ ნაწილად ანაწევრებს. ორბელიანის შესახვევისკენ მიმართულ ფასადს, შენობისგან განცალკევებით მდგომი, ეზოს შემომსაზღვრელი რუსტირებული კედელი და მასში გაჭრილი, მეზობელი სახლის მოსაზღვრე, ჭიშკარი ერთვის. \nფასადის მარცხენა ნაწილში, პირველ სართულზე, ვიწრო კარია მოქცეული. შუაში კი, აჟურული წინფრით შემკული სადარბაზოს კარია მოთავსებული. მესამე სართულის ფასადის ნაპირებში წყვილ პილასტრებს შორის მოქცეული სარკმლებია. ორბელიანის ქუჩისაკენ გამავალ ფასადზე ასიმეტრიულობა კიდევ უფრო საგრძნობია. სამივე სართულზე სამ-სამი ღიობია მოქცეული. კომპოზიციის მარჯვენა კიდეზე რიზალიტია მონიშნული. მესამე სართული წყვილი პილასტრებით არის შემოსაზღვრული. სადარბაზოს კარი რიზალიტშია გაჭრილი, რომელსაც ნაწილობრივ შემოწერს სადა საპირე. ორფრთიან ხის კარს აჟურული ცხაურით გაფორმებული ფანჯრები ერთვის და ის დაბალი ფრამუგით ბოლოვდება. კარის თავზე, ორივე სართულზე, თითო-თითო სარკმელია მოქცული. ფასადის ცენტრში, ზედა სართულბზე, რკინის აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული, მძიმე კონსოლებზე დაყრდნობილი აივანია მოწყობილი. მის მარცხნივ თითო სარკმელია გაჭრილი. მესამე სართულის სარკმლებს სადა კლასიცისტური თაროები აბოლოებს. მთლიანად რუსტირებული მეორე სართულზე ფანჯრები ნიშებშია მოქცეული. \nშენობას ეზოს მხრიდან, ზედა ორ სართულზე, მთლიანად მიუყვება და კუთხით შემოწერს ხის უბრალო დეტალებით შექმნილი აივნები და შუშაბანდები. პირველ სართულზე გალერეაა მოწყობილი. აღსანიშნავია ჭერში გაჭრილი ბუნებრივი სინათლის წყაროთი განათებული სადარბაზოც, სადაც, მის სიღრმეში, ხის ოვალური კიბეა განთავსებული. ქუჩისაკენ მიმართული სადა ექსტერიერს ეზოსკე გამავალი, ასევე სადა ფასადი და სადა სადარბაზო ეხმიანება. \nევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით გაფორმებული შენობა, ორბელიანის ქუჩაზე აღმართული, თბილისური საცხოვრებლის იერის მქონე მცირემასშტაბიან შენობებს შორის მასშტაბური ჩანს, თუმცა მისი ფასადების უბრალო გადაწყვეტა და მხატვრული ხერხები მას თვალსაჩინოს არ ხდის. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4755",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ორბელიანი გრიგოლის მოედ./7.ორბელიანის ვ. შეს./23",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;\nფუნქციის გარეშე;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803287750000003,
    "Y" : 41.699267560000003
  }
}