ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3708
ObjectID: 3708
ID: 3708
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით არის შემკული. ის, კომპოზიციისა და გეგმარების მიხედვით ერთი შენობის ცალკეულ ნაგებობად მოიაზრება. მისი ფასადი ასიმეტრიულია. პირველ სართულზე დიდი ზომისა და გვიან გადაკეთბული ღიობებია მოთავსებული, რომელთა შორისაც რუსტირებული განიერი პილასტრებია დატანილი. მეორე სართულზე სარკმლების თანმიმდევრული რიგია წარმოდგენილი, რომლებიც კლასიცისტური თაროებითა და მათ ქვეშ დატანილი ნაძერწობებით არის შემკობილი. მესამე სართულის ღიობები სადა ჩარჩოთია შემოსაზღვრული, სარკმლებს შორის მართკუთხა სიბრტყეზე მოქცეული ნაძერწობებია დართული. ამავე სართულზე დიდი ზომის აჟურული რკინის აივანია შეკიდული. შენობას სადა, რამდენიმე კრონშტაინით დანაწევრებული ფრიზი აბოლოვებს. შენობა ეზოს შემცველია. სადა კედლებს უბრალო ხოს აივნები მიუყვება, რაც ეზოსკენა ფასადს სიმკაცრეს სძენს. ეზოს კუთხეში რკინის მძიმე, დახვეული კიბეა მოთავსებული, რომელიც ზედა სართულებს პირველი სართულის აივანთან აკავშირებს, აივანი კი რამდენიმე საფეხურიანი ხის კიბით უკავშირდება ეზოს. პირველი სართულის ქვეშ სარდაფია, რომელში მოხვედრაც მართკუთხა ღიობებით არის შესაძლებელი. აღწერილი შენობის საფასადე კომპოზიცია თავშეკავებით არის გაფორმებული, რაც მას სისადავეს სძენს. აღსანიშნავია სადა ეზოც, რომელიც ტრადიციული თბილისური ჭვირული აივნების ნაცვლად ხის უბრალო დეტალებით წარმოდგენილი აივნებით არის გაფორმებული, რაც მას თითქოს სიმკაცრეს სძენს და თბილისის ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ნიმუშად აქცევს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3586
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./23
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი; ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.80280433
Y: 41.69919715