CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3707
ObjectID: 3707
ID: 3707
Name: საცხოვრებელი
FullName: საცხოვრებელი
ComplexName:
Description: სახლი # 48 მიმდაბარე განაშენიანებაში თავისი მოცულობითა და მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა. იმ ადგილას სადაც შენობა დგას, ვერცხლის ქუჩა განტეხვას ქმნის. შენობა ქუჩის პირზე მდებარეობს და თითქმის თანაბარი ზომის ფასადებით გამოდის ქუჩის მხარეს. ე.წ. ქართული აგურით ნაგები სახლი ორსართულიანია მაღალი სარდაფით. ფასადები შელესილია და ნალესობაზე რუსტირების იმიტაციაა დატანილი. სართულებს შორის ჰორიზანტალური სარტყლებია გავლებული. პირველ და მეორე სართულებს შორის არსებულ სარტყელს დენტიკულები გაუყვება. ასეთივე სარტყლით სრულდება მეორე სართული. ხოლო ცოკოლის არე სადა სარტყლითაა გამოყოფილი. ცოკოლის არე ფასადის მარჯვენა წახნაგზე სარდაფის მცირე ზომის ღიობებითაა დანაწევრებული, ხოლო მარცხენა წახნაგზე გვიანდელი, უფრო ფართო ღიობებია გაჭრილი. შენობას ორი სადარბაზო აქვს, რომლებიც მოთავსებულია შენობის კუთხის ორივე მხარეს. ორივე სადარბაზოს კარი ხისაა, მხატვრულად დამუშავებული და ლითონის ცხაურებით გაფორმებული. კარების თავზე ფართო სარკმლებია ჩასმული სადარბაზოების გასანათებლად. მარცხენა სადარბაზოს თავზე წინფრაა მოთავსებული. პირველი და მეორე სართულები სწორკუთხა ფანჯრებითაა დანაწევრებული, რომლებსაც საპირეები შემოუყვება. პირველი სართულის ფანჯრები დამატებით გაფორმებულია შემაღლებული სწორკუთხა თავსართებით. ორივე სართულზე ფაჯრების რიგის ქვეშ განივი ნალესობაში გამოყვანული გულებია მოთავსებული. შენობას ორი, ასიმეტრიულად განთავსებული ლითონის აივანი აქვს მეორე სართულზე. მარჯვენა წახნაგის შუაში გრძელი აივანია გადმოკიდული, რომელიც სამ ღიობს მოიცავს. მეორე მცირე ზომის აივანი, მარცხენა წახნაგის კიდეში, საარბაზოს კარის თავზეა მოთავსებული. შენობა მოიცავს შიდა ეზოს, სადაც მარჯვენა კუთხეში არსებული ღია გასასვლელით ვხვდებით. ეზოს მხრიდან შენობას მთლიანად დაკარგული აქვს ავთენტურობა. თავდაპირველად ალბათ შენობის ეს ნაწილი ღია აივნებით იხსნებოდა. ამჟამად აქ გამომავალი შენობის ნაწილები ზოგან აგურით, ზოგან კი ბლოკითაა ამოშენებული. ზოგან კედლები ცემენტითაა დაფარული. შენობას აქვს საკმაოდ მაღალი სარდაფი, ბრტყელი ხის გადახურვით. სარდაფი ფართო თაღებით იხსნება. ზოგიერთი თაღი მოგვიანებით არის ამოშენებული ახალი სამშენებლო მასალებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4339
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვერცხლის ქ./48
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80366808
Y: 41.69527637