ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3702
ObjectID: 3702
ID: 3702
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისის აგურით ნაგები შენობა სამსართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. გეგმარებიტ რუსული ,,პ”-ს ფორმის სახლი მოსწორებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური ჩრდილოეთის ფასადით მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. საფასადო კომპოზიცია ეკლექტურ, ფსევდო-კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი. შენობის საერთო კონფიგურაცია და მასათა გადანაწილება სიმეტრიულია, მთავარ დამანაწევრებელ ელემენტებს ქმნის: პირველი სართულის თავზე გავლებული პროფილირებული თაროს, დენტიკულებიანი კარნიზისა და დამაგვირგვინებელი ყრუ პარაპეტის ჰორიზონტალური ღერძები. მსხვილი რუსტით წყობით გაფორმებული პირველი სართული მაღალ და განიერ ვიტრინებს ეთმობა (დაკარგულია ავთენტური ვიტრინები), რომელთა შორის ეზოში გვირაბული შესასვლელით გამავალი ჭიშკარია მოთავსებული (ამჟამად პირვანდელი ჭიშკარი შედარებით ახალი და უსახური კარიბჭით არის ჩანაცვლებული). რაც შეეხება ზედა სართულებს, შეიძლება ითქვას, რომ კედლის გლუვი სიბრტყე მოსალოდნელი ორდერული დანაწევრების არქონიდან გამომდინარე, ,,დაცხრილულია” ერთმანეთთან მიჯრით მიდგმული მაღალი კარ-სარკმლის ღიობებით. პროფილირებულ ჩარჩოში ჩასმული ყველა ღიობი სწორკუთხაა. ღიობებს შორის, გარკვეული ინტერვალების გამოტოვებით, ერთმანეთის თავზე რკინის მოაჯირიანი ღია აივნებია შეკიდული. საფასადო დეკორი თავშეკავებულია და ის ძირითადად კარ-სარკმელთა ირგვლივ კონცენტრირდება. უფრო აქტიურია მეორე სართულის ღიობთა დეკორატიული დატვირთვა: სარკმლებს ქვემოთ პარალეპიპედის ფორმის ნალესობაში გამოყვანილი თაროებია, ხოლო თავსართის კომპოზიციას, იგივე სანდრიკს, სარკმლის ჩარჩოსშიი დატანებულ საჭექ ქვაზე შესმული დეკორატიული ფრონტონი ქმნის; მესამე სართულის ღიობების სამკაული შედარებით მარტივია და მხოლოდ საჭექ ქვებსა და დეკორატიულ რაფისქვედა თაროებს მოიცავს. შენობის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები პირვანდელი ყრუ კედლებით, შეულესავი და დაუნაწევრებელი აგურის მასშტაბური სიბრტყეებით გამოდის მოცემულ გზაჯვარედინეზე (თამარ მეფის გამზირისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთა). საქმე ისაა, რომ შენობა მოკლებულია თავის ისტორიულ გვერდით მომიჯნავე განაშენიანებას _ აღმოსავლეტ მხარე თამარ მეფის გამზირის ეთმობა, ხოლო დასავლეთით სულ სხვა მასშტაბისა და იერის ახალი შენობაა ჩადგმული. აღმოსავლეთ ფასადზე, როგორც ჩანს, თავისუფალი და აუთვისებელი სივრცის ხანგრძლივმა არსებობამ განაპირობა ამავე ფასადზე კარ-სარკმლის ღიობთა თანდათანობითი გაჭრა, შეკიდული აივნის მიდგმა და პირველი სართულის მაღალვიტრინებიანი მაღაზიის გახსნაც. შენობის უკანა, სამხრეთ ფასადის პირვანდელი სახე თბილისურ ყაიდაზე გარდაქმნილ, ხის კონსტრუქციების ღია აივნებს ეთმობოდა. ამჟამად აივნები შუშაბანდებადაა გადაკეთებული. შუშაბანდების კარკასში კარგად იკითხება მჭიდროდ შეფიცრული მოაჯირები, მასიური კვადარტული სვეტებს დაყრდნობილი პროფილირებული სვეტისთავები, კრონშტეინებზე შესმული კარნიზი. სახლს ეზოს მხრიდან აქვს დაშენება. ეზოს ფასადის პირველი სართული სარდაფის სათავსოებზე დგას; მათი ახლოს ნახვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ცნობილია მიახლოებული სიმაღლე _ 2, 20 მ. ქუჩისპირა ფასადზე დღემდე ექსპლუატაციაში მყოფი სარდაფი ეზოს სათავსოებისგან განსხვავებით, ბევრად მასშტაბურია და მაღალიც (სიმაღლე დაახლ. 3 მ). საგრძნობლად შემცირებულია ეზოს პერიმეტრი: მასში ჩადგმული დამატებითი სათავსოები და საცხოვრებელი ფართები ხარბად იტაცებენ არსებულ მონაკვეთს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა ცუდია. ფასადებზე ჩამოშლილია ნალესობა, გაშიშვლებულია აგურის წყობის საკმაო ფართობი, შეინიშნება მრავლობითი ვერტიკალური ბზარები, დაზიანებულია სახურავი და ჩამოდის წყალი, შელანძღულია სადარბაზო. შენობა საჭიროებს გადაუდებელ რესტავრაცია-რეაბილიტაციას. ცუდად შემონახულ შენობას ავთენტურობაც ნაწილობრივ დაკარგული აქვს: დარღვეულია აღმოსავლეთის ყრუ კედლის მთლიანობა, დაკარგულია პირველი საფასადო სართულის პირვანდელი ვიტრინები, ჭიშკარი, ეზოს შუშაბანდებიან ფასადზე ერთი მინაშენია გამოვლენილი. თუმცა შენობის დიდი ნაწილი, მხატვრული გაფორმების ნიმუშებთან ერთად უცვლელადაა მოღწეული. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5258
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./176
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79339972
Y: 41.71955933