CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3701
ObjectID: 3701
ID: 3701
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: 1930-იან წლებში აგებული შენობა სამსართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, რომლის საფასადო დამუშავება ინერციით და ნაკლები ოსტატობით მიჰყვება წარსულს ჩაბარებულ დიდ ეკლექტურ ეპოქას. გეგმარებით კვადრატული შენობა დასავლეთის, მთავარი ფასადით გამოდის ბორჯომის ქუჩაზე. აგურით ნაგები, შელესილ-შეღებილი შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას (თითქმის არ იგრძნობა სამხრეთით მცირედი დაქანება). საფასადო კომპოზიცია მარტივია და პირდაპირ მიჰყვება მის ფუნქციურ დაყოფას: სიმეტრიის ღერძზე სადრაბზო კარი და კიბის უჯრედია მოთავსებული, განაპირა ფრთებზე სამ-სამი კარ-სარკმლის ღიობია გაჭრილი, მათგან კარებები წყვილ-წყვილ, ერთმანეთის თავზე შეკიდებულ სწორკუთხა რკინის მოაჯირიან ღია აივნებს ეკუთვნის. სადარბაზოს ხეში ნაკვეთი კარი ამჟამად რკინის კარითაა ჩანაცვლებული (ხის კარებები სადარბაზო გასასვლელში ინახება), მაშინ როცა პირვანდელ ხის მოჩარჩოებაში ზის ფრამუგა და სადარბაზოს მაღალი და ვიწრო შუქფარანი; საკუთრივ სადარბაზო ქვის იატაკითა და მოზაიკური საფეხურებით ამოყვანილი კიბით ფორმდება. აღსანიშნავია, რომ სადარბაზოს ქვით მოკირწყლული ზონა ეზოს სახით ამოშენებულ ზონას პირდაპირ უკავშირდება, ყოველგვარი გამყოფი კარის გარეშე, როგორც ეს წესად იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისის ბურჟუაზიულ სამოსახლოებში. შენობის ფასადზე ორი ლენტური თაროს მეშვეობით სართულებშორის საზღვარია მონიშნული; ანალოგიურია კარნიზის გადაწყვეტაც, რომელიც ყრუ დაბალი პარაპეტით სრულდება. ფასადის დეკორატიული გაფორმება მხატვრულ ხარისხს და ორიგინალობას მოკლებულია _ აგურის კედლები ნალესობაში გრაფიკულად ,,ამოკაწრული” აგურისავე წყობით იფარება, ღიობები ბრტყელი და განიერი სადა ჩარჩოებით და მათ ზემოთ ჩასმული საჭექი ქვებით ფორმდება. ეზოს ფასადის პირვანდელი სახე დაკარგულია, ისევე როგორც, დაკარგულ-მონგრეულია ეზოში შემავალი ჭიშკარი და მასზე გადაყვანილი თაღი. აღმოსავლეთის ფასადი ამოშენებულ აივნებს არ დასჯერდა და მასიური მინაშენების ხარჯზე ერთი-ორმაგად მიუმატა საცხოვრებელი ფართობი. სარდაფის სათავსოები ეზოს ფასადს სრულ პერიმეტრზე შემოუყვება და მისი სიმაღლე დაახლ. 2,20 მეტრია. თავად ეზო საკმაოდ დიდია, განახლებული ასფალტის საფარით და ავტოფარეხების უწყვეტი რკალით. ეზო გამწვანებულია. შენობის ფიზიკური მდგომარეობა ცუდია ქუჩისპირა ფასადზე და დამაკმაყოფილებელია ეზოს მხარეს. ფასადზე დაზიანებული და ჩამოცვენილია ნალესობა, წვიმის წყლის დენისგან დანესტილი და დაზიანებულია Dეკორატიული თაროს ზოლურები, აივანთა იატაკები. შენობის ავთენტურობა ძირითადად ცენტრალურ ფასადზეა დაცული, აქ ყველაფერი ავთენტურია სადრაბაზოს რკინის კარის გარდა. ეზოს მხარეს ავთენტურობა სარდაფების დონეზე მიმოიხილება მხოლოდ. რადგან შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა, არ ვთვლით, რომ არსებობს მისი ხელახლა მინიჭების აუცილებლობა.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბორჯომის ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი, 1934 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7928493
Y: 41.71956493