ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3698
ObjectID: 3698
ID: 3698
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ ნომერში მდებარე, აგურით ნაგები, ორსართულიანი სახლი სარდაფით, მსხვილმასშტაბიანი შენობაა. ის ლერმონტოვის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის შეყრის ადგილზე დგას. შენობას რუსული “პ”-ს ფორმის გეგმა აქვს და ტრადიციულად, ახლავს ეზო, რომელიც მცირე ზომისაა. ფასადები უხვადაა გაწყობილი ნაძერწი სამკაულით და ერთმანეთის იდენტურადაა მორთული. ისინი შელესილია და ორფერადაა დაფერილი. კედლის სიბრტყე, რომელიც ფონს ქმნის ოქროსფერია, ხოლო, მასზე დადებული არქიტექტურული ელემენტები - თეთრი. გუდიაშვილის მოედანზე გამავალი ფასადი შედარებით, მოკლეა და მაღალი. რელიეფიდან გამომდინარე, მას ამ მხრიდან ნახევარსარდაფიც ემატება, რომელიც მოწითალოდაა შეღებილი და მოურთავი ფანჯრების რიგით ნაწევრდება. მარჯვენა მხარეს მდებარე ფანჯარა ახლა კარადაა გადაკეთებული. სხვადასხვაგვარად შემკულ სართულებს შორის პროფილირებული სარტყელები გადის. პირველი სართულის საპირეშემოვლებული, სწორკუთხა ფანჯრების ცენტრი ქალის ჰორელიეფური გამოსახულებებითაა აქცენტირებული. ღიობების აქეთ-იქით საპირეებზე კი თანაბარი ინტერვალის დაშორებით, რელიეფურად ამოზიდული, ხორკლიანზედაპირიანი, მართკუთხა ფორმის ელემენტებია დასმული. ასეთივე ელემენტებითაა გაფორმებული ფანჯრების ღიობებს შორის მოქცეული, კედლის არე. მეორე სართულის ფანჯრების საპირეების თავი კი პლასტიკურად ნაძერწი გირლანდებითაა შემკული, რომელთა ზემოთ სამკუთხა ფორმის, პროფილირებული ფრონტონებია მოთავსებული. ფანჯრების ქვემოთ მართკუთხა ფორმის შეღრმავებებია. ასეთივე შეღრმავებები გვხვდება აგრეთვე, შენობის კარნიზშიც. ამ ელემენტებს კიდეებში ნაძერწი სამკაული ამკობს. შენობა რიკულებიანი პარაპეტით გვირგვინდება, რომლის ცენტრში მაღალი, სამკუთხა ფრონტონით დასრულებული ატიკია მოთავსებული. მისი კიდეები ნაძერწი კაპიტელებით დაბოლოვებული, კანელურებიანი პილასტრებითაა მორთული. ფრონტონიან ნაწილში რელიეფური ციფრებით არის დაწერილი სახლის აგების თარიღი (1896წ) და არქიტექტორის ინიციალები – ?.გ. ატიკის ქვემოთ მეორე სართულზე ერთი, აჟურულმოაჯირიანი ლითონის აივანი გამოდის, რომელიც ამჟამად, თხელი ფირფიტითაა გადახურული და ლურჯი ტენტი აქვს ჩამოფარებული. ფასადის მარცხენა კიდურა ნაწილში პირველ სართულზე მოთავსებულია სადარბაზო, რომელსაც აჟურული წინფარა ახლავს. ლერმონტოვის ქუჩაზე გამომავალი ფასადი ორ, სხვადასხვა ზომის ფრთად იყოფა. მარცხენა ფრთა გრძელია, ხოლო, მარჯვენა - მოკლე. მათ შორის კი ეზოში შემავალი ალაყაფის ჭიშკარია მოთავსებული, რომელსაც მხატვრულად ღირებული ცხაური აქვს. როგორც უკვე ითქვა, ეს ფასადი გუდიაშვილის მოედნის ფასადის ანალოგიურადაა შემკული. თითოეული ფრთის ცენტრში თითო-თითო აივანი გამოდის. მარჯვენა ფრთის პირველ სართულზე კი მოთავსებულია სადარბაზო, რომელსაც აგრეთვე, აჟურული წინფარა ახლავს. ეზოს მხრიდან შენობას პირვანდელი სახე ნაწილობრივ, დაკარგული აქვს. თავდაპირველად, ის მთლიანად, ხის, ჭვირულად შემკული აივნებით იხსნებოდა, ახლა კი აივნები ნაწილობრივ, შემინულია და შუშაბანდადაა ქცეული. მოხარატებული მოაჯირები და სვეტების ზედა ნაწილებში ჭვირული სამკაული დღესაც არის შერჩენილი. ეზოში შესვლისთანავე მარჯვენა მხარეს მოთავსებულია ხის სპირალური კიბე, რომელსაც ყრუდ შეფიცრული მოაჯირი მიუყვება და “ქოლგისებურადაა” გადახურული. აღნიშნული კიბე ქუჩიდანაც ჩანს. შენობას მინიჭებული აქვს ძეგლის ნიშნის მქონე სტატუსი. არქიტექტურულ-ურბანული თვალსაზრისით, მას მაღალი მხატვრული ღირებულება აქვს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქუჩის მხატვრულ-ისტორიულ სახეს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4562
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლერმონტოვის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1896 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80304198
Y: 41.69113593