{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3695?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3695?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3695?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3695",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3695,
    "ID" : 3695,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის მხარდამჭერის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით  ანფილადური, გალერეებიანი წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს რუსული გ-სებრი ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი და ქიქოძის ქუჩის მხარეს მდებარე მოზრდილი ბაღით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია  სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და დასრულებულია პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია. აღსანიშნავია ერთი მოზრდილი ხის მრავალთაღიანი აივანი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა ჭვირული ხეზე ჭრის დეტალებით. ასევე გვხვდება ხის შემინული აივანი შიდა ეზოში შესასვლელი სწორკუთხა თაღის თავზე, რომელიც შედარებით დაბალი მხატვრული ღირებულებისაა. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების პროფილირებული საპირეები და აივნის ხის დეკორატიული ელემენტები.\nსახლს აქვს ორი სადარბაზო. ორივეს ინტერიერი შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბეები, ხის მოაჯირები და რიკულები. ასევე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი ხის კარების სადა დეკორი და ლითონის წინფრა. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა პირველი სართულები სრულად არის ამოშენებული. აივანი გამოირჩევა ხის ელემენტებით და ხის სვეტების აბაკუსებიანი კაპიტელებით. ეზოს ფასადს აქვს ერთი ძველი (შესაძლოა თანადროული) მინაშენი,  რომელიც  წარმოადგენს საცხოვრებელ ფლიგელს, ხის გალერეისებრი აივნით და კიბით. იგი აღიქმება შენობის ორგანულ ნაწილად და გამოირჩევა ჭვირული მოაჯირებითა და სვეტების დეკორით.\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქიქოძის ქუჩის მხრიდან  შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის საშუალებით. \nშენობის მრავალთაღოვანი სარდაფის კედლები ქართული აგურის წყობით არის ამოყვანილი, ჭერის სიმაღლე მიახლოებით 3-3,5 მ-ია. სარდაფებში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც შიდა ეზოს საცხოვრებელი ფართებიდან, ასევე ქიქოძის ქუჩის მხრიდან მდებარე ბაღიდან.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5028",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ქიქოძე გერონტის ქ./13",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798153650000003,
    "Y" : 41.690240660000001
  }
}