CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3689
ObjectID: 3689
ID: 3689
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი მსხვილმასშტაბიანი შენობა სარდაფით ვერცხლის ქუჩისა და სულთნიშნის შესახვევის კუთხეში დგას. შენობა აგურითაა ნაგები და ფასადები შელესილია. შენობა მოიცავს მოზრდილ ეზოს, სადაც მოხვედრა სულთნიშნის შესახვევის მხრიდან არის შესაძლებელი. ვერცხლის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი სადადაა გადაწყვეტილი. ორივე სართული ფართო სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული, რომლებსაც საპირეები შემოწერთ. საპირეები ქალის გამოსახულებიანი მასკარონებითაა გაფორმებული (ზოგიერთ ფანჯარას ჩამოცლილი აქვს მასკარონები). პირველი სართულის ფანჯრები დამატებით პროფილირებული თარო თავსართებითაა აქცენტირებული. მეორე სართულზე შუაკედლისები კორინთულკაპიტელიანი პილასტრებითაა შევსებული. ამავე სართულის ცენტრში აჟურული ლითონის აივანია მოთავსებული. პირველი და მეორე სართული პროფილირებული სარტყლითაა გამიჯნული. ასეთივე სარტყელი გაუყვება შენობის ზედა ნაწილს. თავდაპირველად ორიგინალურად იყო გადაწყეტილი სულთიშნის შესახვევის მხარეს მიმართული ფასადი, მაგრამ ახლა სურათი შეცვლილია. ფასადის მარცხენა ნაწილი ვერცხლის ქუჩაზე გამავალი ფასადის გაფორმებას იმეორებდა. ხოლო ფასადის მარჯვენა მონაკვეთი მეორე სართულზე აივანი იყო მოწყობილი და ეზოსკენ მიმართული აივნის გაგრძელებას წარმოადგენდა. ახლა ფასადის ეს ნაწილი აგურითაა ამოშენებული, რის გამოც დარღვეულია სახლის მხატვრული მთლიანობა. გარდა ამისა ამოქოლილია ერთი ფანჯარა პირველ სართულზე. პირველი სართულის მარცენა კიდეში მოთავსებულია სადარბაზოში შესასვლელი ხის კარი. სადარბაზოდან შესაძლებელია როგორც მეორე სართულზე მოხვედრა, ასევე ეზოში გასვლა. სულთნიშნის შესახვევის მხრიდან შენობა მოიცავს ეზოს. ეზო ქუჩისაგან დაბალი ღობითაა გამიჯნული, რომელშიც ლითონის აჟურული ჭიშკარია ჩასმული. ხოლო მეზობელი სახლის (სულთნიშნის შესახვევი #2) ეზოსგან დაბალი ღობითაა გამიჯნული. აივნის მორთულობის დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. აივნის მზიდი სვეტები სწორკუთხაა და კაპიტელებით სრულდება. მოაჯირი მოხარატებულია. გამორჩეულადაა გაფორმებული აივნის “ფარდები” _ მოხარატებული წრეები ერთი მეორეზეა დადებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4334
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვერცხლის ქ./27.სულთნიშნის შეს./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80427659
Y: 41.69463121