CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3686
ObjectID: 3686
ID: 3686
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: მიწის სიმცირის გამო შენობა მთლიანად ითვისებს ტერიტორიას ქუჩების კუთხესთან. ქუჩისპირა ნაწილში სახლის გეგმა ტრაპეციულია, კუთხესთან - ტეხილი მოხაზულობის; III სართულზე სამმხრივი აივანია, რომელიც ქუჩებზეა გადაკიდული, იგი შენობის მსგავსად ტეხილს აკეთებს კუთხესთან, ხოლო ეზოსკენ მომრგვალებულია. დაკიდული აივნებისა და მუშარაბების სისტემა, დიდბაქნიან კიბის უჯრედსა და ფართო გადასასვლელთან ერთად შენობის ვერტიკალური გეგმარების საინტერესო გადაწყვეტას იძლევა - ფართის სიმცირე სივრცეში კომპენსირდება და თითქმის ორმაგდება. შენობას დამატებითი დამხმარე სათავსები აქვს სარდაფის და კეთილმოწყობილი სხვენის სახით. იგივე ფუნქცია აქვს ეზოს გალავნის კედელში მოწყობილ ღრმა ნიშებს. რელიეფის მკვეთრი ვარდნის გამო ასკანის ქუჩისა და ეზოს მხრიდან I საცხოვრებელი სართული - გომის ქუჩიდან მიწის ქვეშ ექცევა, ხოლო ამ მხრიდან I სართული - ასკანის ქუჩისა და ეზოს მხრიდან მაღალ II სართულს წარმოადგენს. ცალკე აღნიშვნის ღირსია სხვენის სართულის გადაწყვეტა. აქ მოხვედრა შიძლება მესამე სართულის აივნიდან კედლის სისქეში მოწყობილი კიბით. სხვენი ოთხივე მხრიდან ნათდება ფანჯრით და სამერცხლულით. აქვე გამართულია აგურის ბუხარი. გადახურვა მძლავრ კოჭებზეა მოწყობილი და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ სამეურნეო სათავსს აქტიური გამოყენება ჰქონდა. შენობის დიდი ნაწილის ქვეშ განთავსებულია ორ ნაწილიანი სარდაფი, რომელშიც სამხრეთიდან იჭრება კლდის ფრაგმენტები. გადახურვა ბრტყელია, ხის კოჭებზე. ჩრდილოეთის კედელში სათავსებს ღრმა ნიშები აქვს მოწყობილი. სარდაფის ერთი სათავსი დასავლეთიდან ნათდებოდა პატარა სარკმლით. ღიობების გადაწყვეტა გარკვეულ სისტემაშია მოყვანილი, სართულების მიხედვით მათი ფორმა იცვლება. აღსანიშნავია ასევე ღიობების გაგანიერებული წირთხლები. სარდაფისა და I სართულის კარის ღიობები მშვილდა-თაღიანია, რომელშიც სწორკუთხა ჩარჩოებია ჩასმული. II სართულზე ღიობებიცა და ჩარჩოებიც სწორკუთხაა და დანაწევრებული. III სართულის კარის ღიობები და ჩარჩოები თაღოვანია. ფანჯრის ღიობების, მათი ხის ჩარჩოებისა და ნალესობაში შესრულებული დეკორატიული სამკაულის გადაწყვეტა სართულების მიხედვით კარების აღწერილი სურათის ანალოგიურია. სახლი კვადრატული აგურით არის ნაშენი და გარდა უკანა კედლისა - შელესილია. სარდაფის სათავსებში იატაკზე კვადრატული აგურის ფენილი ფრაგმენტულადაა დარჩენილი. აივნებზე არქიტრავული კონსტრუქციაა გამოყენებული, საყრდენებად - ხის მძლავრი კრონშტეინები. ყველაზე უფრო მდიდრულად მესამე სართულის კარ-სარკმლის ღიობებია გაფორმებული, მას ნალესობით შესრულებული ერთიანი ჰორიზონტალური სარტყლით გაერთიანებული რთულპროფილიანი თაღოვანი თავსართები ასრულებს. II სართულის კარებს ზემოთ, მცირე დაცილებით გასდევს თაროს ფორმის თავსართები შუაში საჭექი ქვებით. III სართულის ფანჯრების წირთხლებს საფასადო მხარეს კანელურებიანი დეკორატიული პილასტრები აფორმებს, ხოლო II სართულის ფანჯრებს ქვეშ ჩაწეული სიბრტყეებია. საყურადღებოა აგრეთვე ფანჯრის თავსართებს შორის განთავსებული კონცენტრულწრეებიანი როზეტები და ნალესობით შესრულებული ფრონტონი დეკორატიული ელემენტებით. აივნის გაფორმება მრავალფეროვანი და მდიდრულია. კიდურა და კუთხის ნაწილი მუშარაბებითაა დახურული, რომლის ალათებში რომბების მოტივია გამოყენებულია. მათ შორის, აივნის ღია მონაკვეთში მოაჯირებად რთულ მცენარეულმოტივიანი ჭვირული ხის დაფებია გამოყენებული. საყურადღებოა აივნის მოაჯირის ქვემო სარტყელი, რომელსაც ხის დეკორატიული ფიგურები აქვს მიკრული და მძლავრი ხის კრონშტეინები, რომლებსაც ძირის მხრიდან მიკრული ძელაკები არშიისებრ ნაპირს უქმნის. სახლის კიბის უჯრედს საინტერესო გადაწყვეტა აქვს; მას მეორე სართულზე ფართო გადასასვლელი უერთდება, ხოლო ორი მარშის შესაყართან დიდი გადასახედი ბაქანი აქვს მოწყობილი. აივნის სვეტებს ზემოთ ხის არქიტრავს ორსაფეხურიანი თაროს პროფილი აქვს. სახლს გომის ქუჩის მხრიდან აქვს შესასვლელი მცირე ზომის ტრაპეციული ფორმის შიდა ეზოში, რომელსაც ქუჩის მხრიდან მაღალი და საკმაოდ სქელკედლიანი, ნიშებით აღჭურვილი აგურის გალავანი მიჯნავს. აღსანიშნავია ამ გალავნის სქელი კედლები და პლასტიური ფორმა, რომლის მრუდე მხარეს ენთაზისიც აქვს. გალავანს ასრულებს ხის კარიბჭე, რომელიც არ არის თავდაპირველი, მაგრამ ტრადიციულ ფორმას იმეორებს. ეზოს ნაწილში შემორჩენილია აგურის ფენილი, ნაწილში კი უფრო ძველი ქვაფენილის ფრაგმენტი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4056
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გომის ქ./5.ასკანის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80545088
Y: 41.68900766