ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3685
ObjectID: 3685
ID: 3685
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე შენობა დგას. აქედან ერთი ორსართულიანია და ფასადით შესახვევის მხარეს გამოდის, კიდევ ერთი ორსართულიანი სახლი ეზოს სიღრმეშია განთავსებული და რამდენიმე ერთსართულიანი ნაგებობა ეზოს მარჯვენა მონაკვეთს იკავებს. ფასადით ყავლაშვილის შესახვევისკენ მიმართული სახლი ე. წ. ქართული აგურით ნაგებ ორსართულიან შენობას წარმოადგენს. საფასადე სიბრტყე შელესილია, ცოკოლის მონაკევთი ვარდისფრად არის დაფერილი, პირველი სართულის არე თეთრად, ხოლო მეორე სართული დაფერვის გარეშეა დატოვებული. ცოკოლის არის ნალესობაზე ღრმა ხაზებით კვადრების იმიტაციაა დატანილი. შენობის პირველი სართული კარ-ფანჯრის მშვილდთაღოვანი ღიობებით ნაწევრდება, ხოლო მეორე სართულზე შემინული იავანია გადმოკიდებული, რომელიც საფასადე სიბრტეს თითქმის მთელ სიგრძეზე იკავებს. სახლი ძირითადი მონაკვეთით ვიწრო და გრძელი ეზოს სიღრმეში ვითარდება. ეზო შესახვევისგან ე.წ. ქართული აგურით ამოყვანილი გალავნით იფარგლება, რომლის ცენტრალურ მონაკვეთში ალაყაფის კარია განთავსებული. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადის პირველი სართული ფართო სწორკუთხა ფანჯრის ღიობებითა და ერთი კარით დანაწევრებულ შელესილ კედელს წარმოადგენს, ხოლო მეორე სართულზე ხის ღია აივნით იხსნება. აივნის მარჯვენა კიდე ლითონის ფირფიტებით არის აჭედილი. აივანის მოაჯირი ყრუდ არის შეფიცრული და არქიტექტურულად ღირებული ელემენტებს მოკლებულია. ეზოს სიღრმეში კიდევ ერთი ორსართულიანი სახლია განთავსებული. შენობა ორი მკლავით შემოწერს ეზოს. სახლის პირველი სართულის წინ მიწაზე დაფუძნებული ხის ღია აივანია მოწყობილი, ხოლო მეორე სართული შუშაბანდს წარმოადგენს. შენობის მარცხენა კიდეში ხის ერთმარშიანი კიბეა მოწყობილი, რომლის მეშვეობითაც შენობის მეორე სართულზე ვხვდებით. ეზოს მარჯვენა მონაკვეთი რამდენიმე ერთსართულიან ნაგებობას უკავია, რომელთა ნაწილიც ცუდ ფიზიკურ მდგოამრეობაშია. აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების მატარებელი არ არის, თუმცა როგორც კონკრეტული ეპოქის ნიმუშებს ისტორიული ღირებულება გააჩნიათ.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ყავლაშვილის შეს./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.805066
Y: 41.69371902