ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3684
ObjectID: 3684
ID: 3684
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ოთხსართულიანია და აქვს მეხუთე არასრული სართული, რომელიც დანაშენის ტიპისაა. პირველ სართულს სამი დიდი ვიტრინა-კარი ყოფს და ზუსტად ანალოგიური ხასიათისაა მეორე სართულის გეგმარება. აქ არსებული იგივე ზომის დიდი რამდენიმენაწილიანი ფანჯრები იმდენად მოცულობითია, რომ ერთი შეხედვით, ვიზუალურად თითქმის აღარ არსებობს ზღვარი სართულებსშორის არისათვის. ამ ფანჯრების წინ განთავსებულია აივნის მოაჯირები, თუმცა ეს არ არის აივანი ამ სიტყვის ჩვეული გაგებით, ეს არის ფანჯრის ჩარჩოში, რომელიც ოდნავ სიღრმეშია განთავსებული, ჩასმული და მორგებული რიკულების მონაკვეთი, რომელსაც მხოლოდ მხატვრულ-დეკორაციული მნიშვნელობა ენიჭება, და არანაირი ფუნქციური. მესამე და მეოთხე სართულების არეს სრულად ფარავს გადმოკიდებული ერთიანი აივანი, რომელიც ე.წ. თბილისური ტიპის სახლის მახასიათებლებს ეხმიანება. ეს ორი სართული ზუსტად იდენტური გეგმარებისაა. აივნები შვიდი სვეტით ცალკეულ არეებადაა დაყოფილი ექვს მონაკვეთად და თითოეულ მათგანში თითო-თითო ღიობია განთავსებული. აქ გამოყენებული სვეტები წახნაგოვანი ფორმისაა, პირობითი მინიშნებით კაპიტელის მონაკვეთზე, მოაჯირებს სადა რიკულები ქმნის, სართულებსშორის გრძივი არეები სადაა, კარნიზის გასწვრივ კი მცირე ზომის კრონშტაინებითაა შემკული. მეოთხე სართულს ნაწილობრივ ხურავს კრამიტის სახურავი, მასზე არსებული დანაშენი ასევე კრამიტის სახურავითაა გადახურული. მის წინ კი აივნის ტიპის არეა მოსაზღვრული ლითონის მოაჯირით, რაც შენობის ამ ნაწილს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. შენობის უკანა ფასადი, რომელიც ბოტანიკურის ქუჩაზე გადის ბევრად უფრო სადაა. ამ მხრიდა ნაგებობა ორსართულიანია და მესამე ზედა დანაშენის ნაწილი იკვეთება. პირველი სართულის შუა მონაკვეთზე განთავსებულია შესასვლელი კარი ზევიდან პატარა ორფერდა გადახურვით, მის ორივე მხარეს თითო ფანჯარაა განთავსებული. ზედა სართულის მონაკვეთი მთლიანად მხოლოდ ფანჯრის ღიობებითაა დანაწევრებული აქედან გვერდებზე ორ-ორი წყვილი, შუაში კი შესასვლელი კარის თავზე ერთი ყრუ ფანჯრის მონახაზის მქონე დეტალი. ყველა მათგანს სწორი სანდრიკის ტიპის ელემენტი ამკობს. ანალოგიურადაა გადაწყვეტილი პირველი სართულის ორი ფანჯარაც. ზედა დანაშენის ნაწილი კვადრატული ჩაღრმავებებითაა დატვირთული, თუმა აქ არ არის არც ერთი ღიობი, მხოლოდ სახურავის გაყოლებაზე მცირე მონაკვეთზე გამოდის შემინული რიგი სარკმელების. ცენტრალური შესასვლელისკენ რამდენიმესაფეხურიანი მარშის მქონე კიბე მიემართება. სართულებსშორის არეებს კარნიზის ტიპის სარტყელი გამოყოფს. ქვედა დონის მონაკვეთის ფერადოვანი და დეკორისმიერი ინტერპრეტაცია კი ცხადყოფს, რომ ლანდშაფტის თავისებურებებიდან გამომდინარე ნაგებობა სხვადასხვა დონეზეა განთავსებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3665
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81045724
Y: 41.68840517