ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3683
ObjectID: 3683
ID: 3683
Name: სამრეკლო
FullName: სამრეკლო
Description: ზედა ბეთლემის ეკლესიიდან 50-იოდე მ-ით დასავლეთით, მასზე ბევრად დაბლა დგას ქვემო ბეთლემის სახელწოდებით ცნობილი კომპლექსი. ამ ადგილას 1725-1727 წლებში ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა დაარსეს წმ. სტეფანეს დედათა მონასტერი (სურბ სტეფანოსი) და ააგეს მცირე სამლოცველო. 1868 წელს მის ნაცვლად აშენდა გუმბათიანი ეკლესია, რომელიც განახლდა 1910 წელს. კომპლექსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ძველი ქართული აგურით ნაგები ორსართულიანი სამრეკლო სვეტებიანი ფანჩატურით თავზე. ნაგებობა შუა საუკუნეების ქართული სამრეკლოების ზოგად სტრუქტურას იმეორებს. მისი ძირითადი კორპუსი, რომელიც მთლიანად აგურით არის ამოყვანილი, ორსართულიანია. პირველი სართული - ნახევარწრიული, ხოლო მეორე - მაღალი და, პირველ სართულთან შედარებით, უფრო ფართო შეისრული თაღებით იხსნება ოთხივე მხარეს. სამრეკლოს კედლები სრულიად სადა და შეუმკობელია, მის მთავარ მხატვრულ მეტყველებას აგურის კედლის სუფთა წყობა და მკაფიოდ გამოყვანილი არქიტექტურული ფორმები ქმნის. სამრეკლოს ადგას 1990-იან წლებში აღდგენილი, თლილი ქვის რვაწახნაგა თაღოვანი ფანჩატური. ფანჩატურს აგვირგვინებს თუნუქის ბურულით დახურული პირამიდისებრი სახურავი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3941
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბეთლემის აღმ./18
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-17 საუკუნის დასასრული
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80504974
Y: 41.68892275