{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3682?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3682?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3682?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3682",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3682,
    "ID" : 3682,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ნაგებობა ორსართულიანია, აქედან პირველი სართული ნახევრად სარდაფის დონისაა. მას შიდა ეზო და ამ ეზოში შესასვლელი დიდი განიერი მართკუთხა ფორმის კარი-გალავანი აქვს. ნაგებობის ცენტრალური ფასადი უხავდაა დეკორირებული და მხატვრულ-დეკორაციული მოტივებით შემკული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფსევდობაროკალური სტილისტიკა, რომლის უდაო პრიორიტსაც განიცდის ამ შენობის მხატვრულ-დეკორაციული სისტემა. \nცენტრალური შესასვლელით შენობა რეალურად ორ ნაწილადაა გაყოფილი, მით უფრო, რომ ეს შესასვლელი გეგმისმიერადაც ნაგებობის ცენტრშია განთავსებული. რაც შეეხება მის ორივე მხარეს არსებულ არეებს, ისინი პრაქტიკულად იდენტურია. ეს არის პილასტრებით ორ არათანაბარ ნაწილად გაყოფილი ზედაპირი, რომელთაგან დიდ მონაკვეთში შეწყვილებული მართკუთხა ფორმის ფანჯარაა განთავსებული. თითოეულ მათგანს ზევიდან სწორი, პროფილირებული სანდრიკები განასრულებს. სანდრიკებსა და საკუთრივ ფანჯრებს შორის არე, კი, სტილიზებული მცენარეული მოტივებითაა შევსებული. გირლიანდისებური ორნამენტი აჩარჩოებს საკუთრივ ფანჯრებს, მათ გვერდით არსებულ პილიასტრებს კანელურების რიგი და კორინთული კაპიტელები, შემდგომ უხვად პროფილირებულ-დეკორირებული კარნიზი და ორფერდა გადახურვის მონახაზი აბოლოებს, რომლის შიგნითაც ფრონტონის არის არსებობა კარგ საფუძველს ქმნის თავისთავად მხატვრული შემკულობისთვის. აქ საფასადე ქანდაკებაა გამოყენებული და ფრონტონში ჩაწერილი რელიეფი ორი სირინოზის გარემოცვაში მყოფ ტრიტონს ასახავს. მეორე შედარებით მცირე ზომის არე, პილასტრებს შორის, სრულად სტილიზებული მცენარეული მოტივებით და ორნამენტებითაა შემკული. იგივე თემა დუბლირებული, ავსებს ცენტრალური შესასვლელი კარის ზედა არეს. მნიშვნელოვანია, ასევე პარაპეტის გასწვრივ არსებული რელიეფური მოტივები. მათი უმეტესობა კვლავინდებურად მცენარეული გირლიანდები, ლარნაკები ყვავილებით და ვარდულებია. მართალია, ამ ორნამენტის სპეციფიკა ფსევდო ბაროკალური ხასიათისაა, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, ისიც, რომ მსგავსი დეკორაციული სიუხვე, ისევე, როგორც თემატური მახასიათებლები გარკვეულწილად მოდერნის ეპოქის არქიტექტურისთვისაც იყო ჩვეული, რაც აღნიშნულ ნაგებობასთან ბევრად უფრო ახლოსაა, ქრონოლოგიური თვალსაზრისით. \nგანიერი დერეფანი-კარიბჭის გავლის შემდეგ, რომელიც, ამასთან, ძალიან მაღალიცაა, ვიწრო მართკუთხა ეზო იხსნება. \nსიგრძივად განთავსებული სხვადასხვა ტიპისა და ზომის აივნები ეზოდან შესასვლელებით მთლიანად ავსებს ამ ვიწრო არეს. აქვეა ჩასასვლელი სარდაფებში, რომელთა სიმაღე დაახლოებით ორ მეტრამდეა. ეზოს ბოლოს, განივად დგას დიდი ორსართულიანი შენობა, რომლის პირველი სართული ძლიერაა გადაკეთებული და სახეცვლილი, თუმცა მეორე სართულის შუშაბანდისა და აივნის მონაკვეთებს წრიული ფორმის ხის ძველი სვეტები - ასევე წრიული კაპიტელებით, ხის კარნიზი და მის გასწვრივ მცირე სამკუთხა, კრონშტაინის ტიპის დეტალების რიგი ამკობს. აქ აშკარაა, რომ მთლიანობაში ეზო და მასში შემავალი ნაგებობების კომპლექსი განიხილება და არა ერთი რომელიმე კონკრეტული სახლი. ეს კარგად ჩანს გვერდითა ფასადებზე მსჯელობის დროსაც. თვალით ძალიან ადვილად განირჩევა სად მთავრედება გოგრგასლის ქუჩაზე გამომავალი შენობა და საიდან იწყება მეორე და მესამე ნაგებობები, რომელიც მას ებმის. ფსევდო-ბაროკალური სტილის ორნამენტიკა ამ შენობის გვერდითა ფასადზეც, მართალია შედარებით მცირე რაოდენობით მაგრამ კვლავ გამოყენებულია, განსაკუთრებით ფანჯრის არეების შესამკობად. \nრაც შეეხება მის გაყოლებაზე არსებულ ნაგებობებს ყველა მათგანი მკაცრი სისადავით და მაქსიმალური ვიზუალური სიმარტივით ხასიათდება. ამასთან, შუაში არსებული ნაგებობა არ არის ნალესობის ფენით დაფარული და მისი ძირითადი გამომსახველობითობაც აგურის წყობის სპეციფიკურობაზე მოდის. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4329",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გორგასალი ვახტანგის ქ./23",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.817029359999999,
    "Y" : 41.688165150000003
  }
}