CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3681
ObjectID: 3681
ID: 3681
Name: კაფე
FullName: კაფე
Description: შარდენის ქუჩა ზემო კალას უბანში, ვახტანგ გორგასლის მოედანსა და სიონის ქუჩას შორის მდებარეობს. XIX-XX სს-ებში შარდენისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ძირითადად, სავაჭრო რიგები, სახელოსნოები, დუქნები, ქარვასლები იყო განლაგებული. ქუჩა XIX ს-ის ბოლოს ჩამოყალიბდა. ის გადახურული იყო, რის გამოც, მას ბნელი რიგის ქუჩა ერქვა; "დახურულ ბაზარსაც" ეძახდნენ. აქ მდებარეობდა მექვაბეთა რიგი, ფართლეულით მოვაჭრეთა დუქნები და სახელოსნოები.
მოზრდილი მასშტაბის, სწორკუთხა გეგმის ნაგებობას ორი ფასადი აქვს - შარდენის ქუჩის და რკინის რიგის მხარეს. ორივე ფასადი თითქმის, იდენტურია. ფასადები სრულიად სადაა, განიერი ღიობებით. შარდენის ქუჩის მხრიდან ნაგებობა ორ სართულიანია, თუმცა, მასზე დაშენებულია, ნაგებობის პერიმეტრიდან ოდნავ შეწეული, მანსარდა. რკინის რიგის მხრიდან კი შენობა სამსართულიანია.
ორივე ქუჩის პირველ სართულზე გამოდის განიერი, სწორკუთხა ღიობები, რომლებშიც ახლა ჩასმულია ახალი, ხის კარი. მეორე სართულებზე ფანჯრის განიერი ღიობებია, რომლებსაც პროფილირებული, მარტივი ჩარჩო შემოუყვება. რკინის რიგის მხრიდან, მესამე სართულს სტანდარტული ზომის, ოთხი, ვიწრო ფანჯარა აქვს. ნაგებობას, ორივე მხარეს აგვირგვინებს დახრილი, ხის კარნიზი, რომლის ქვემოთ დაყრდნობილია დეკორატიულად გაფორმებული, ხის კოჭები. ნაგებობას ზემოთ გასდევს პარაპეტი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4806
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რკინის რიგი/5.შარდენის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80854327
Y: 41.69051157