CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3680
ObjectID: 3680
ID: 3680
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შარდენის ქუჩა ზემო კალას უბანში, ვახტანგ გორგასლის მოედანსა და სიონის ქუჩას შორის მდებარეობს. XIX-XX სს-ებში შარდენისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ძირითადად, სავაჭრო რიგები, სახელოსნოები, დუქნები, ქარვასლები იყო განლაგებული. ქუჩა XIX ს-ის ბოლოს ჩამოყალიბდა. ის გადახურული იყო, რის გამოც, მას ბნელი რიგის ქუჩა ერქვა; "დახურულ ბაზარსაც" ეძახდნენ. აქ მდებარეობდა მექვაბეთა რიგი, ფართლეულით მოვაჭრეთა დუქნები და სახელოსნოები.
ნაგებობა #7 მცირე მასშტაბიანი და ორსართულიანია. ფასადი მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი. პირველი სართული ორი, განიერი და მაღალი, სწორკუთხა ღიობით იხსნება. მეორე სართულის მარჯვენა მონაკვეთში ასევე, განიერი და მაღალი ფანჯრის ღიობია, ხოლო, მარცხენა მხარეს ოვალური ფორმის ფანჯრის განიერი ღიობი გამოდის. ამ მხარეს ფასადის დასასრულიც გამრუდებულია, ხოლო, მარჯვნივ სწორია და გვირგვინდება პროფილირებული კარნიზით. ოვალური ფანჯრის ორივე მხარეს ზემოთ, კარნიზის დონეზე განთავსებულია მედალიონები, რომლებიდანაც სამი ხაზი ჩამოდის და ეს ხაზები ბურთულებით ბოლოვდება. მსგავსი ორნამენტი ტიპურია თბილისის მოდერნის სტილის ნაგებობებისთვის. სართულებს შორის მიჯნას განიერი სარტყელი გამოჰყოფს, რომელიც გაფორმებულია დეკორატიული, ჰორიზონტალური ხაზებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5097
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: შარდენის ქ./7.შარდენის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8081126
Y: 41.69053145