ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3675
ObjectID: 3675
ID: 3675
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობის გეგმას პ-ს მაგვარი აბრისი აქვს, რომლის ორი გრძელი ფლიგელი სხვადასხვა დროისაა. ადრეულია ქვედა ფლიგელი; მისი საცხოვრებელი სართული ეზოს დონეზეა განთავსებული. ოთახები ერთ რიგზეა, გახსნილია ფანჯრებით ქალაქისკენ და ეზოსკენ შუშაბანდები აქვს. სახლის ზედა ფლიგელი ქვედას პარალელურად ვითარდება. ოთახები აქაც ერთ რიგზეა განლაგებული და წინ აივანი, ან შუშაბანდი აქვს. ამ ფლიგელის ქუჩისპირა კუთხის ბლოკი ორსართულიანია, დანარჩენ ნაწილში ქვედა სართულის ზოგ მონაკვეთში კლდეა დატოვებული, ზოგან აწეული აიტაკის დონის გამო შიდა სივრცე მკვეთრად დაბალჭერიანია. სახლის ორი ფლიგელის შემაერთებელი მოკლე მხარი ერთსართულიანია. ამჟამად შუშაბანდის იატაკში ამოჭრილი ლუკიდან ეშვება კიბეები ქვედა სართულის სამნაწილიან სათავსში, რომელსაც დასავლეთის ნაპირა კედელთან ჰქონია შიდა კიბე; ამ სათავსში არის დედა ბოძები, შიდა ტიხრებად გამოყენებული მუშარაბის რომბებიანი ალათები, მცირე ზომის სარკმლები, რაც მის განმასხვავებელ თავისებურებებს წარმოადგენს და ამასთან ერთად მშენებლობის უფრო ადრეულ პერიოდზე მიუთითებს მსგავსად ზედა სართულზე შემორჩენილი ორღიობიანი მართკუთხა სარკმლებისა. სავარაუდოა, რომ შენობის ეს სათული თავდაპირველად არ წარმოადგენდა სარდაფს და მასში ადრეული საცხოვრებლის ნიმუში შეიძლება დავინახოთ. კარის ღიობები სწორკუთხაა; ქვედა ფლიგელის ქუჩის მოსაზღვრე ნაწილში აგურის ვერტიკალური წყობით კარის მშვილდათაღოვანი ღიობია გამოყვანილი. ქვედა ფლიგელის საცხოვრებელი სართული ჩრდილოეთით თაღოვანი ფანჯრებით იხსნება. ფასადის დასავლეთის კიდურა ნაწილში ორღიობიანი წყვილი მართკუთხა სარკმელია, შუაში ხის კოჭით. მათ ქვეშ, სარდაფის სართულში გაგანიერებულწირთხლებიანი მცირე ზომის სარკმლებია. სახლი ძირითადად კვადრატული აგურით არის აშენებული; საინტერესოა ქვედა ფლიგელის შეულესავი ფასადი, სადაც სიბრტყე დანაწევრებული ყოფილა ხის ოთხი ჰორიზონტალური კოჭით: ორივე სართულის სარკმლების თავში, ძირში და ზედა სართულის ღიობის შუა დონეზე. ორღიობიანი ფანჯრების თაღოვან ღიობებად გადაკეთების დროს ეს კოჭი ჩაჭრილია. ამავე კედლის წყობაში ჩანს სართულშუა გადახურვის დიდი კოჭების კვადრატული თავები, მის ზემოთ რიგი ვერტიკალურად დალაგებული აგურების მონაცვლეობით, ხოლო ქვედა ნაწილში ფლეთილი ქვისა და რიყის ქვის შერეული წყობის რიგებია. ფლეთილი ქვისა და რიყის ქვის შერეული წყობა ჩანს ასკანის ქუჩის მოსაზღვრე კედლის ქვედა რიგებში, სახლის უკანა და გვერდით კედელში გომის ქუჩისკენ. გომის ქუჩისკენ მიმართულ სახლის შეულესავ უკანა კედელზე ნალესობით შევსებული ოთხი ცრუ სარკმლის სიბრტყეს ასრულებს აგურის წყობით გამოყვანილი სამკუთხა ფრონტონები, ხოლო ქვეშ - ჩაწეული სიბრტყეები, რომლებიც ასევე შელესილი ყოფილა. ზედა ფლიგელის აივანს კუთხეჩამოთლილი სვეტები, აჟურული მოაჯირები და აჟურული, დეკორატიული სამკუთხა კრონშტეინები აქვს; ეს კრონშტეინები სვეტებს შორის ცვალებადი მანძილის გამო ამ არეს სხვადასხვა მოყვანილობის აჟურულ თაღოვან ჩარჩოს უქმნის. საყურადღებოა მთელი კედლის სიღრმის ნიშა ამ ფლიგელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთსესთან, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ მაცივრის ფუნქციით იყენებენ. სახლის კიდურა ბლოკს ასკანის ქუჩისკენ ლითონის საფეხურებიანი და აჟურულმოაჯირიანი კიბე აქვს II სართულზე ასასვლელად, ხოლო ეზოს სიღრმეში ხის კიბეა საინტერესო რიკულებიანი მოაჯირით. სახლის უკანა კედელის სიბრტყეს გომის ქუჩისკენ ასრულებს პარაპეტი - ჩაწეული გრძელი სიბრტყეების ზოლით. განსაკუთრებით მრავლად ღრმა განჯინები და კედლის ნიშები არის ზედა ფლიგელის კუთხის ბლოკში ასკანის ქუჩისკენ და ქვედა ფლიგელის ძველ ნაწილში. ზედა ფლიგელის კუთხის ბლოკში II სართულზე და და ქვედა ფლიგელის ზედა სართულის ნაწილში არის ნალესობით შესრულებული პროფილირებული კარნიზები. გეგმარებიდან გამომდინარე სახლს აქვს საერთო ეზო, რომლითაც სარგებლობს ორივე ფლიგელი. ეზოს ერთ ნაწილში შემორჩენილია წვრილი რიყის ქვის ვერტიკალურად ჩალაგებული ქვაფენილის ადრეული ფრაგმენტი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4051
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გომის ქ./11.ასკანის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80520877
Y: 41.68897791