{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3674?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3674?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3674?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3674",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3674,
    "ID" : 3674,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა ორსართულიანია, ის ამ ქუჩაზე მდებარე სხვა სახლების რიგიდან ოდნავ წინაა წამოწეული და მის გამო წინა ფასადის გარდა გვერდითა ფასადის დიდი ნაწილიც მისი ერთიანი იერის შექმნაში აქტიური დატვირთვის მქონეა. \nშენობის მთავარი ფასადის პირველ სართულს დიდი ვიტრინა კარებები ქმნის, მარცხენა კიდეში ასევი ეზოში შესასვლელი დიდი ჭიშკრის თაღოვანი ჭრილია. მეორე სართული ფანჯრების რიგითაა დანაწევრებული. ეზოში შესასვლელი დიდი ღიობის თავზე ანალოგიური ზედა მორკალული დაბოლოების მქონე, მცირე ზომის ფანჯარაა განთავსებული. მის გაყოლებაზე კი ოთხი ღიობია, აქედან სამი ფანჯარა და ერთი კარი. ამ ღიობების წინ ხის გადმოკიდებული აივანია განთავსებული, სადა რიკულებიანი მოაჯირებით, ასევე სადა კარნიზით, წახნაგოვანი ფორმის სვეტებით, რომელთაც კაპიტელის არეზე მინიშნება აქვთ და მცირე ზომის კრონშტაინებით კარნიზის გაყოლებაზე. კრონშტაინებითაა გადმოსული აივანი პირველი სართულის არეზე, თუმცა მათი ფორმა ყოველგვარ დეკორსაა მოკლებული. აივანს კრამიტის დაფერდებული გადახურვა აქვს. კრამიტისავეა მთლიანი შენობის გადახურვაც. რომელზეც სამერცხლურის ტიპის ზედაპირიდან ოდნავ ამოზიდული რამდენიმე ფანჯარა ჩანს, რაც ნაგებობაში, ამ დონეზე, ფუნქციურად გამართული საცხოვრებელი დონის არსებობას მიუთითებს. აივანი ნაგებობის გვერდითა მხარესაც გრძელდება. აქ ერთი ფანჯრის ჭრილია მეორე სართულის დონეზე. კედლის დანარჩენი ნაწილი კი სადაა. სამი სვეტით გადადის აივანი ამ მხარეს და ამით განსაკუთრებული მხატვრული მახასიათებელიც ჩნდება. \nრაც შეეხება შენობის უკანა ფასადს. აქ ნაგებობა რეალურად სამსართულიანია. პირველი სართული, რომელიც საცხოვრებელი დანიშნულების არ არის და შესაბამისად უკანა მხრიდანაც ნაკლებად აქტიურია და ზედა ორი სართული, რომელთაგან ბოლო მესამე, ნაგებობის ცენტრლური ფასადის მხრიდან თითქმის შეუმჩნეველია. \nშენობის უკანა ფასადს ქმნის მეორე და მესამე სართულების დონეზე ერთიანი აივნების სისტემა. წინა მხარისაგან განსხვავებით შემდგომი გადაკეთება-შერემონტების კვალი აქ ნაკლებად აღინიშნება და ამის გამო აუთენტურობის განცდა ბევრად უფრო დიდია. ეს არის მაღალი ხის წახნაგოვანი სვეტებით დანაწევრებული აივნის არე, ჭვირული ორნამენტული მოაჯირებით და მაქმნაისებური ნახევარწრიული თაღედით სვეტისთავებს შორის. ამ ნაწილში, ძირითადად, ვარსკვლავისებური მოტივი ფიგურირებს. კარნიზის არე ისედაც მოკლეა და მასზე სულ რამდენიმე კრონშტაინია დატანილი მცირე ზომის. ასევე კრამიტითაა დახურული აივნის ეს ნაწილიც. შენობას აქვს მცირე ზომის მართკუთხა ფორმის ეზო. ამ ეზოში შესასვლელი არის ცენტრალური ფასადის მხრიდან არსებული დიდი ჭიშკრის ღიობი, რომელიც გამჭოლია და ასევე აქედანვე ადის კიბის უჯრედი შენობის სადარბაზოშიც.  ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3671",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აბანოს ქ./21",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.810546240000001,
    "Y" : 41.688168589999997
  }
}