{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3671?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3671?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3671?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3671",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3671,
    "ID" : 3671,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ერთიანი ნაგებობის ცალკე ნაწილად მოიაზრება. ის ორი ქუჩის მომყოლად არის განლაგებული. კუთხეში მას მძლავრ, ვოლუტებიან კონსოლებზე დაყრდნობილი ერკერი ერთვის, რომელსაც მაღალი კოშკურა-სახურავი აგვირგვინებს. ერკერზე მოქცეული სარკმელი პილასტრებს შორის იყო მოქცეული. მათი ნაწილი დაზიანებულია. გვერდითა ფანჯრები შედარებით ვიწროა. ისინი მცენარეული, ცენტრული კომპოზიციის ნაძერწობებით არის შემკული.  \nშენობის მთლიანი ფასადი რუსტირებულია. ანტონ ფურცელაძის ქუჩისკენ ის მეორე სართულზე, რუსტირებულ პილასტრებს შორის მოქცეული თაღოვანი წყვილი სარკმლებითა და პირველ სართულზე განლაგებული დიდი ზომის ვიტრინა-ღიობებით,  ნიშებითა და ეზოში შესასვლელი გვირაბით არის წარმოდგენილი. მეორე სართულის თაღოვანი სარკმლები მართკუთხა მოხაზულობაშია გაჭრილი. თაღის ცენტრში დეკორატიული, ადამიანის თავის გამოსახულებით შემკული საჭექი ქვაა მოთავსებული. მის გარშემო მდებარე არეები კი მცენარეული კომპოზიციებით არის გაფორმებული. ათონელის ქუჩისაკენ მიმართულ ფასადს ანალოგიური ღიობები  ანაწევრებს. პირველ სართულზე თაღოვან მოხაზულობაში გაჭრილ დიდი ზომის ვიტრინა-ფანჯარას მეორე სართულის წყვილი სარკმლები ერთვის, რომლებიც ერთიან მართკუთხა სიბრტყეზე არის მოთავსებული. სარკმლებს შორის ვერტიკალურად განლაგებული მცენარეული გამოსახულებებია დატანილი. ნაგებობას მცენარეული გამოსახულებებით გაფორმებული ფრიზი და იონიკური კარნიზი აბოლოებს. \nშენობა ეზოს შემცველია, რომელსაც ის კუთხით შემოწერს. ეზოსკენ ხის შუშაბანდებია მიმართული, რომლებსაც ჭვირული მოაჯირები და ჩუქურთმები ამკობს. შენობის კუთხეში ახალი დამატებითი ნაგებობაა გამართული, რომლის სამკუთხა სახურავიც ტერასად არის გამოყენებული. შენობას ხის დეტალებით შემოსაზღვრული დაშენება აქვს. აღწერილი მაღალი მხატრვული მნიშვნელობის საცხოვრებელი სახლი გეგმითა და ფასადებით ერთიანი ნაგებობის ცალკეულ მონაკვეთს წარმოადგენს. მისი ქუჩისპირა ბაროკული  თუ ცალკეული  ხუროთმოძღვრული სამკაულით  გაფორმებული ფასადი თბილისური ეკლექტიკის ერთ-ერთი ნიმუშია. ეზოსკენ  კი თბილისურ ხის გვიან გადაკეთებულ აივნებს შეიცავს. ის კარგად განსაზღვრავს ორი ქუჩის კუთხეს და მიმდებარე განაშენიანების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3741",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ათონელის ქ./11.ფურცელაძე ანტონის ქ./23",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;\nსავაჭრო;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803862109999997,
    "Y" : 41.698336179999998
  }
}