CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3670
ObjectID: 3670
ID: 3670
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი ნაგებობა სადაა. ორბელიანის ქუჩისკენ გამავალი ფასადი ასიმეტრიულია. მას მარცხნიდან, განცალკევებით მდგომი ეზოში შესასვლელი ჭიშკრის თაღი ერთვის. თაღში რკინის აჟურული კარია მოთავსებული. კომპოზიციის შუა ღერძიდან მარჯვენა კიდეში, კონსოლებს დაყრდნობილი, დიდი ზომის აჟურული აივანია მოთავსებული. ცენტრიდან მარცხენა მხარეს კი სადარბაზოს წყვილი ორფრთიანი კარია გაჭრილი, რომლებსაც რკინის ცხაურები ერთვის. ერთი მათგანი პირველ სართულს, მეორე კი, მეორე სართულის აივანს უკავშირდება. ფასადის დანარჩენ ნაწილს თანმიმდევრულად განაწილებული თაღოვანი ღიობები და მათ მწკრივში მოქცეული ცრუ სარკმელი ანაწევრებს. პირველი სართულის ქვეშ სარდაფის ფანჯრებია მოთავსებული. ერთ-ერთი სარკმელი კარად არის გადაკეთებული და კიბე ერთვის. სახლის კუთხე მოკვეთილია. წარმოქმნილ წიბოს ფანჯრები და სარდაფის ჩასასვლელი ანაწევრებს. სარდაფის სიმაღლე 3 მეტრზე მეტი იქნება. მტკვრის ქუჩისკენ მიმართული ფასადი უფრო სადაა. სხვადასხვა ჩარევების შედეგად ის სახეცვლილია. რელიეფის დაქანების გამო სარდაფის სართული იზრდება. საფასადე კომპოზიციას არათანაბრად განაწილებული აივნები განსაზღვრავს. მასზე მეორე სართულის შედარებით მომცრო და პირველი სართულის რკალური ფანჯრებია დატანილი. შენობას ეზოს მხარეს ხის აივნები და შუშაბანდები მიუყვება. ეზოს სიღრმეში კი რკინის მრავალბაქნიანი კიბეა მოთავსებული. აღწერილი საცხოვრებელი სახლი ქუჩათა კუთხეშია აღმართული და მის მოხაზულობას მიუყვება. სადა ფასადები თბილისურ ბარბარიზმებს შეიცავს. შენობა მიმდებარე განაშენიანების მასშტაბს, სილუეტსა და სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4750
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ორბელიანი გრიგოლის მოედ./38.მტკვრის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80476955
Y: 41.69825768