ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3667
ObjectID: 3667
ID: 3667
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: სახლი #56 ვერცხლისა და დიუმას ქუჩების გადაკვეთაზე დგას. ე. წ. ქართული აგურით ნაგები ორსართულიანი სახლი სარდაფით მთავარი ფასადით დიუმას ქუჩისკენ არის მიმართული, ქუჩების კუთხეზე ვიწრო ჩამოჭრილი საფასადე კედლით გადის, ხოლო ვერცხლის ქუჩისკენ ნახევარფასადითა და ღია ეზოთია მიმართული. ეზო აგურის ზღუდით იფარგლება, რომლის მარცხენა კიდეში ლითონის ალაყაფის კარია მოწყობილი. დიუმას ქუჩაზე გამავალი ფასადის პირველი სართული შელესილია და დაფერვის გარეშეა დატოვებული. პირველი სართულის მონაკვეთი ხუთი სწორკუთხა ფანჯრითა და ორი კარით ნაწევრდება. სართულებს ერთმანეთისგან თავსა და ბოლოში პროფილირებული სარტყელით ხაზგასმული კედლის გლუვი მონაკვეთი მიჯნავს. მეორე სართულის არე თანაბრად ნაწევრდება შეწყვილებული ფანჯრის თაღოვანი ღიობებით. ღიობებს ზედა ნაწილებში დაბრტყელებული და ნალესობით დაფარული თავსართები ევლებათ. თავსართები ერთმანეთზე ქუსლებით არის გადაბმული. ფასადს პროფილირებული კარნიზი და ბრტყელი პილასტრებით აღნიშნული მაღალი პარაპეტი ასრულებს. ანალოგიურად არის გადაწყვეტილი კუთხის ფასადიც. ამ მხრიდან სახლის სარდაფში მოწყობილია თონე, სადაც ქუჩიდან ჩამავალი კიბის მეშვეობით ვხვდებით. სახლის ვერცხლის ქუჩისკენ მიმართული ფასადის მშვილდთაღოვანი ფანჯრის ღიობებით დანაწევრებული პირველი სართულის მონაკვეთი შელესილია და ვარდისფრად არის დაფერილი. ფასადის მეორე სართული დანარჩენი ფასადების მსგავსად არის დანაწევრებული და ხის ორთაღიანი აივნით იმკობა. აივანი ამჟამად შემინულია. შენობა ღია ეზოს ორი მკლავით შემოწერს. დიუმას ქუჩაზე გამავალი ფასადის ეზოს მხარეს მიმართული მონაკვეთი ორივე სართულზე ღია აივნებით იხსნება. პირველი სართულის აივანი მთლიანად ახალია. ხის სვეტები ლითონით არის შეცვლილი, ხოლო მოაჯირი შელესილია. მეორე სართულის ხის აივანის კომპოზიციას ხის მრგვალი სვეტები და რიკულებიანი მოაჯირი ქმნის. აივნის თავზე აგურის ოთხკუთხა მასიური სვეტები მოსჩანს, რომელთაც სახლის გადახურვა ეყრდნობა. ფასადის მარცხენა კიდეში გარედან მიდგმული სადარბაზოა განთავსებული. სადარბაზო მთელ სიგრძეზე ხის კიბის უჯრედ უკავია. შენობის მარჯვენა მკლავის დიდი ნაწილი მოგვიანებით არის ამოშენებული და კიდევ ერთსართულიან მინაშენს დაირთავს. შენობის ეს მონაკვეთი ეზოსგან ხის მესერით არის გამოყოფილი და აქ მოხვდერა აგურის ზღუდეში მოწყობილი ლითონის კარიდან არის შესაძლებელი. შენობა მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მატარებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4340
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვერცხლის ქ./56.დიუმას ქ./
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანა
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80303147
Y: 41.69554298