CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3665
ObjectID: 3665
ID: 3665
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი სახლი ნახევარსარდაფით ე. წ. ქართული აგურით არის ნაგები. სახლი მცირე ზომის ეზოს სიღრმეში დგას. ეზო შესახვევისგან ლითონის მოაჯირიანი აგურის ზღუდით იფარგლება. სახლი ეზოს სივრცეში ხის ღია აივნებით იხსნება. ნახევარსარდაფის არე შუშაბანდს წარმოადგენს, რომელიც ამჟამად ლითონის ცხაურებშია ჩასმული. შუშაბანდის წინ ხის მრგვალი სვეტებია მოთავსებული, რომელთაც ზედა ორი სართული ეყრდნობა. სვეტები მთელი ტანით მიწაშია ჩასმული და მხოლოდ ტანის ზედა მონაკვეთი და კაპიტელები მოჩანს მიწის ზედაპირზე. პირველი სართულის აივნის მოაჯირს ხის რიკულები ამკობს. მოაჯირს დამოუკიდებელ მონაკვეთებად დორიული ორდერის მსგავი სვეტები ანაწევრებს. მეორე სართულის აივნის მოაჯირი მოხარატებულია, ხოლო სვეტები კუთხოვანი, პროფილირებული კაპიტელებით დასრულებული. სართულშუა სარტყელს ხის ჭვირული ორნამენტები ამკობს. ეზოს მარცხენა კიდეში საყოფაცხოვრებო დანიშნულების ერთსართულიანი მინაშენია განთავსებული, ხოლო ეზოს მარჯვენა კიდეში სახლთან შედარებით დაბალ ფლიგელშია ჩასმული. სადარბაზოს ერთი კედელი შეფიცრულია, მეორე კი აგურით არის ამოყვანილი. სადარბაზოში ხის კიბეა, რომლის მოაჯირიც უწინ ხის რიკულებით იმკობოდა, ამჟამად მოაჯირის არქიტექტურულად ღირებული ელემენტები დაკარგულია. შენობა ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ვერცხლის შესახვევის მხატვრულ-ისტორიულ სახეს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4342
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვერცხლის შეს./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანა
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80358675
Y: 41.69555431