{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3660?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3660?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3660?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3660",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3660,
    "ID" : 3660,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლს აქვს მარტივი ანფილადური გეგმა ერთ ღერძზე დალაგებული სამი ოთახით, რომელსაც ეზოს სიღრმეში მართი კუთხით მიმართული მოკლე დამხმარე ფლიგელი ასრულებს. ოთახები ერთმანეთს ერთ ღერძზე გაჭრილი კარებით უკავშირდება. ქვედა სართულში, ეზოსკენ შენობის შიდა პერიმეტრს შემოსდევს აივანი. II სართულზე ეზოს აივანს ებმის ჩიხისკენ მთელი ფასადის გასწვრივ და ასკანის ქუჩისკენ - ფასადის ნაწილის გაყოლებით მოწყობილი შეკიდული აივანი. ფაქტიურად შენობა ყოველი მხრიდან გახსნილია სივრცეში აივნების მეშვეობით გარდა მეოთხე, ყრუ მხარისა. ოთახებს გასასვლელები აქვს ორივე მხარეს არსებული აივნებისკენ. მიწის ნაკვეთის ფორმიდან გამომდინარე, ქუჩების მახვილ კუთხესთან არსებული კიდურა ოთახების გეგმა ყოველ სართულზე ტრაპეციისმაგვარია. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ შენობას გარე კუთხე ქუჩების შესაყართან მთელ სიმაღლეზე ჩამოთლილი აქვს, რაც არბილებს მახვილი კუთხის სიხისტეს. ამ ფორმას პასუხობს შეკიდული აივანიც და პლასტიურ ტეხილს ქმნის. არაერთგვაროვანი რელიეფის გამო ასკანის ჩიხის მხრიდან შენობას სარკმლებიანი ნახევარსარდაფი აქვს, ხოლო ასკანის აღმართიანი ქუჩისკენ იგი თანდათან იძირება მიწაში. აღსანიშნავია სარდაფის სათავსის ბრტყელთაღიანი კამარა, ღრმა ნიშები და აგურის წყობის მაღალი ოსტატობა. კარის ღიობები სწორკუთხა ფორმისაა. ყოველ ოთახს აქვს რამდენიმე სასინათლო ღიობი, ან ერთი მაინც. ფანჯრების მოყვანილობაც სწორკუთხაა. შენობის კედლები კვადრატული აგურით არის ნაშენი. სარდაფის სხვენის სართული ჩანს საშრობად იყო გამოყენებული; აქ, ეზოს მხარეს ამოყვანილ აგურის კედელში სწორკუთხა ღიობებია დატოვებული; ასკანის ქუჩისკენ მიმართული გადახურვის ქანობი დამრეცია და ხის ნივნივებზე დაფენილი თუნუქითაა დაბურული; ასკანის ქუჩისკენ აქვს სამერცხლული. აივნები ხისაა. შენობის კედლები გარედან შელესილია. ზედა სართულში ეზოსკენ გამავალი ფანჯრების ნალესობაში გამოყვანილ საპირეს რკალისებური დასრულება აქვს. ფასადისკენ გამავალი ფანჯრების ზემოთ ტიმპანები იქმნება პროფილირებული ჰორიზონტალური სარტყლით გაერთიანებული ნახევარწრიული თავსართებით. შეკიდულ აივანს ქვემოთ ოდნავ გამსხვილებული მრგვალი სვეტები აქვს. ფიცრის კაპიტელი და ბაზისი სწორკუთხაა. კაპიტელთან ახლოს სვეტის ყელს სარტყელი ამკობს. მოაჯირი რიკულებითაა გაფორმებული. აივნის ძირი ქვემოდან აფიცრულია და შენობის ჩამოთლილ კუთხესთან ერთ კონსოლს ეყრდნობა. მცირე ტერიტორიის რაციონალურად გამოყენების მიზნით ეზოდან ამავალი კიბის მხარი ალმაცერადაა მიმართული ზემოთ და მახვილი კუთხით იჭრება ჩიხის სივრცეში. ეს დინამიურობას მატებს ნაგებობის სივრცულ-გეგმარებით კომპოზიციას. კიბე ხისაა, თუნუქით დახურული, ქუჩისკენ აფიცრული. სახლის სარდაფში ღრმა, სწორკუთხა ნიშებია. საცხოვრებელ ოთახებში ფანჯრებს ქვეშ მოწყობილი თახჩებია; არის განჯინებიც; კედლის კარადა აივანზეცაა. ოთახებში ნალესობით გამოყვანილი პროფილირებული (ლილვი, რკალი, ლილვი) კარნიზებია. ღირსშესანიშნავია შენობის ორივე სართულის ოთახსებში შემორჩენილი ავთენტური ხის კარები სხვადასხვაგვარი ფიგურული გულებით დამუშავებული. შენობის შიდა მოკლე მხარი ვიწრო ეზოს იქცევს შიგნით. ასკანის ჩიხისკენ, ანუ მთავარი ფასადისკენ ეზოს აგურის კედელი და მასში ჩართული ხის ორფრთიანი, ვარდულებით გაფორმებული ჭიშკარი ზღუდავდა. ძველი ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ კარის თავზე ორქანობა, დაბალი კედელი იყო ამოყვანილი, რომლის შუაში ნალესობით შესრულებული რელიეფური გამოსახულება იყო მოთავსებული. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3847",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ასკანის I ჩიხი/4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.805291580000002,
    "Y" : 41.689720059999999
  }
}