CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3659
ObjectID: 3659
ID: 3659
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი მცირემასშტაბიანი ნაგებობის ფასადი უბრალოა. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია. პირველ სართულზე, კომპოზიციის მარცხენა ნაწილში, სადარბაზოს ორფრთიანი სადა კარია მოთავსებული. მის ორსავ მხარეს სარკმლების არათანაბარი რაოდენობა ნაწილდება. ფასადის მარჯვენა მხარეს დამატებითი კარია გაჭრილი და თავდაპირველი კომპოზიცია შეცვლილია. მის ზემოთ შუშაბანდია შეკიდული. ფასადის დანარჩენ ნაწილს ღიობები ანაწევრებს. მეორე სართულის სარკმლები თაღებშია მოქცეული. ნაგებობას მეტოპებითა და ტრიგლიფებით გაფორმებული პარაპეტი აგვირგვინებს, რომელსაც ქვედა მხრიდან, აგურის კბილანისებური კარნიზი მიუყვება. სახლი ეზოს შემცველია. მისი გვერდითა, ღია სივრცისკენ მიმართული ერთიანი კედელი ტუფით არის ნაშენი. აღწერილი მცირე მასშტაბიანი საცხოვრებელი სახლი ტრადიციული თბილისური საცხოვრებლის თვისებების მატარებელია. ის ზიჩის ქუჩის მოკრძალებულ სილუეტსა და სახეს განსაზღვრავს. ის აღნიშნულ კვარტალს ასრულებს და ამავე ქუჩაზე აღმართულ მასშტაბურ შენობებთან კონტრასტს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4684
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ზიჩი მიხაის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79561069
Y: 41.69718822